პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მესმის ბატონი მიხეილის პათოსი, რომ პოლიტიკური არგუმენტები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელება სხვა სტანდარტს გულისხმობს - ლევან ბეჟაშვილი სააკაშვილზე

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიცია გააკრიტიკა და განაცხადა: „თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, წადით სახლში!“, რასაც „ენმ“-ის ლიდერებმა საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული სტანდარტით უპასუხეს.

მესმის ბატონი მიხეილის პათოსი, რომ პოლიტიკური არგუმენტები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელება სხვა სტანდარტს გულისხმობს - ლევან ბეჟაშვილი სააკაშვილზე
რუსთავი 2

"თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, წადით სახლში!" - მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების გამოსვლით უკმაყოფილო მსჯავრდებულმა სააკაშვილმა სტატუსი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ანა წითლიძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო სასამართლოში დაცვის იმ სტრატეგიას მიჰყვება, რომელიც პარტიას სწორად მიაჩნია.

"როგორც ვთვლით ჩვენ და მეც ამ შემთხვევაში, რომ დაცვის სტრატეგია ასეთი უნდა იყოს პარტიის, სწორედ მაგას მივყვები“, - აცხადებს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი ანა წითლიძე.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია მისთვის გასაგებია, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობა განსხვავებულ სტანდარტს მოითხოვს. მისი თქმით, პარტიის სამართლებრივი არგუმენტაცია კონსტიტუციასა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეფუძნება, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების წარმოდგენა სხვა პირებსაც შეუძლიათ.

"მე მესმის ბატონი მიხეილის პათოსი, რომ პოლიტიკური არგუმენტები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობის განხორციელება სხვა სტანდარტს გულისხმობს. ჩვენი სამართლებრივი არგუმენტაცია ეფუძნება კონსტიტუციის და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს. შეუძლია სხვა ადამიანებს უკეთესად ალბათ წარმოადგინონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები, არც ეგ არის პრობლემა", - აცხადებს პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველი საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. პირველი არხისამთავრობოლევან ბეჟაშვილი – მესმის ბატონ მიხეილ სააკაშვილის პათოსი, თუმცა ჩვენი სამართლებრივი არგუმენტაცია ეფუძნება კონსტიტუციასა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურილევან ბეჟაშვილი - მიხეილ სააკაშვილის პოზიციას განმსაზღვრელი როლი აქვს - მმართველმა საბჭომ კონსულტაციები უნდა გამართოს მასთან და თუ სხვა ადამიანებს შეუძლიათ უკეთესად წარმოაჩინონ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები, არც ეგაა პრობლემა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილი თურმე პარტიაში ერთი რიგითი წევრი იყო და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც კი არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ადგილს ვერ იპოვიდა თავის საკანში, შესაძლებელია, ბეჟაშვილი და წითლიძე პარტიულ ოფისშიც კი აღარ შეუშვასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები