გიორგი კახიანი: ჩვენ აბსურდულს ვუწოდებთ მათ პოზიციებს, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმაც კი ეს დაინახა და მასაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში
გიორგი კახიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილსაც კი არ მოსწონს საკონსტიტუციო სასამართლოში მისი პარტიის პოზიციონირება, რადგან ოპოზიციის არგუმენტები აბსურდულია.

ჩვენ აბსურდულს ვუწოდებთ მათ პოზიციებს, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმაც კი ეს დაინახა და მასაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა გამოსვლების გამო მიხეილ სააკაშვილის უკმაყოფილებაზე საუბრისას.
კახიანი ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით მიხეილ სააკაშვილს ეთანხმება.
„მათი პოზიციონირება მართლაც აბსურდულია, მძიმე მდგომარეობაში არიან იმ თვალსაზრისით, რომ მათ ვერ ექნებათ არგუმენტები იმ მტკიცებულებების წინააღმდეგ, რომლებიც სარჩელში არის მოყვანილი”, - განაცხადა კახიანმა,
5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე საკონსტიტციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ოპოზიციის წარმომადგენელთა გამოსვლებს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „რა სჭირთ პარტიების წარმომადგენლებს ბათუმში? უკაცრავად და ვის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებთ როგორც ფაქტს - ჩემს მიერ კაჩინსკის გასვენებაში მიტანილ გვირგვინს, უკრაინის პრეზიდენტის და ჰილარის გამასპინძლებას, 4 პიჯაკს და 1 პალტოს აღიარებთ დანაშაულად, თუნდაც ვაზაგაშვილის და აფრასიძეების განეიტრალებას და ამისგან პარტიის გამიჯვნას ითხოვთ? ყოჩაღ თქვენ!“ - წერს სააკაშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაგიორგი კახიანი – სააკაშვილსაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ვეთანხმები სააკაშვილს, მართლაც აბსურდული არის მათი პოზიციონირება
მიხეილ სააკაშვილსაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში - გიორგი კახიანი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…