მიხეილ სააკაშვილსაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში - გიორგი კახიანი
გიორგი კახიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილსაც კი არ მოსწონს, როგორ პოზიციონირებენ მისი პარტიის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან მათ სარჩელის მტკიცებულებების წინააღმდეგ არგუმენტები არ გააჩნიათ.
"თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, წადით სახლში!"- მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების გამოსვლით უკმაყოფილო მსჯავრდებულმა სააკაშვილმა სტატუსი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კახიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმაც დაინახა, რომ მისი პარტიის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში პოზიციებს სათანადოდ ვერ წარმოადგენენ. მისივე შეფასებით, ოპოზიციას არ აქვს არგუმენტები სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად, რის გამოც მათი პოზიცია საზოგადოებისთვის აბსურდულად გამოიყურება.
"ერთია, რომ ჩვენ აბსურდულს ვეძახით მათ პოზიციებს და ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმაც ეს დაინახა და მასაც კი არ მოსწონს მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში. მძიმე მდგომარეობაში არიან იმ თვალსაზრისით, რომ უბრალოდ სხვა პოზიციონირებას ისინი ვერც შეძლებენ, მათ ვერ ექნებათ არგუმენტები იმ ჩვენი მტკიცებულებების წინააღმდეგ, რომელიც სარჩელში არის მოყვანილი. ამიტომ, როდესაც ცდილობ, რომ არსებულ ფაქტებს დაუპირისპირდე, ასეთ დროს, ბუნებრივია, აბსურდულ მდგომარეობაში გამოჩნდები საზოგადოების წინაშე", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაგიორგი კახიანი – სააკაშვილსაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, ვეთანხმები სააკაშვილს, მართლაც აბსურდული არის მათი პოზიციონირება
გიორგი კახიანი: ჩვენ აბსურდულს ვუწოდებთ მათ პოზიციებს, ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმაც კი ეს დაინახა და მასაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…