პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი ძველ შენობაში გაგრძელდება

ილია ვეკუას სახელობის 42-ე სკოლაში სასწავლო პროცესი არსებულ, ავარიულ შენობაში გაგრძელდება. გადაწყვეტილების თანახმად, რამდენიმე ოთახი დაიკეტება, მანდატურების რაოდენობა გაიზრდება, ხოლო 2027 წლიდან სკოლა სწავლას ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსში განაგრძობს.

ილია ვეკუას სახელობის 42-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ხვალ არსებულ, ავარიულ შენობაში განახლდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ დასრულებულ გაფართოებულ შეხვედრაზე მიიღეს.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შენობაში რამდენიმე საკლასო ოთახი დაიკეტება, ხოლო პედაგოგები საგაკვეთილო პროცესს ადმინისტრაციისთვის განკუთვნილ სივრცეებში წარმართავენ.

ამასთანავე, უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და მოსწავლეთა გადაადგილების უკეთ გაკონტროლების მიზნით, სკოლაში მანდატურების რაოდენობა გაიზრდება.

ასევე ცნობილია, რომ დატვირთული გრაფიკით სწავლება ამ სკოლაში 2027 წლის ზაფხულამდე გაგრძელდება, მანამდე კი შენობას დამატებითი ექსპერტიზა ჩაუტარდება.

სამინისტროსთან შეთანხმებით, სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს იგივე შენობაში, უსაფრთხო გარემოში. უახლოეს ერთ კვირაში სკოლა შეიმუშავებს ახალ საგაკვეთილო პროცესს შემჭიდროვებული საათობრივი დატვირთვით. სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ სკოლა 2027 წლის სექტემბერში სასწავლო პროცესს დაიწყებს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსში. შეიქმნება მშბლების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც აიღებს ვალდებულებას გააკონტროლოს და თვალი ადევნოს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას და შესაბამის ვადებში დასრულებას. ჩატარდება დამატებითი ექსპერტიზა. და, აქ ვიტყვი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, - ამბობს პროტესტის მონაწილე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურივეკუას სკოლაში სწავლა „გაძლიერებული უსაფრთხოებით“ გაგრძელდება, ჩატარდება „სიღრმისეული ექსპერტიზა“
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმშობლის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ვეკუას სკოლის შენობაში გაგრძელდება და ორშაბათიდან გაძლიერდება უსაფრთხოება - ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსი კი, რომელიც სკოლისთვის რემონტდება, მოსწავლეთა მისაღებად 2027 წლის სექტემბერში იქნება მზად
  3. ალიაოპოზიციურისასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობაში. ესაა წინააღმდეგობის პირველი შედეგი! – სიახლე ვეკუას სკოლასთან დაკავშირებით
  4. Facebookმარი გაბედავა: ეს მესიჯი მოგვივიდა სკოლას ლალი კალანდაძისგან რამდენიმე წუთის წინ! ესაა წინააღმდეგობის პირველი შედეგი!
  5. BM.GEოპოზიციურივეკუას სკოლის მოსწავლეები სწავლას საკუთარ შენობაში გააგრძელებენ - მშობელი
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურიმშობლების ინფორმაციით, ვეკუას სკოლაში სწავლა იმავე შენობაში, „გაძლიერებული უსაფრთხოებით“ განახლდება
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურითბილისის ილია ვეკუას სკოლა - სამინისტროსთან შეთანხმებით, სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს იმავე შენობაში, უსაფრთხო ნაწილში, სექტემბერში კი სასწავლო პროცესს დაიწყებს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის ფართში
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თბილისის ვეკუას სახელობის სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები არიან შეკრებილი, ნაწილი კი ადმინისტრაციასთან შეხვედრას მართავს - მათი განცხადებით, არ „აქვთ ინფორმაცია, „რა ელით მათ შვილებს ორშაბათიდან“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები