პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისში კიდევ ერთ სკოლას ანგრევენ - ამჯერად სამიზნე ვეკუას სკოლაა

თბილისის ვეკუას სახელობის 42-ე სკოლის შენობის ავარიულობის გამო მოსწავლეებს მის დაცლას და 51-ე სკოლაში მეორე ცვლაში გადასვლას სთხოვენ, რასაც მშობლები და პედაგოგები ეწინააღმდეგებიან.

თბილისში კიდევ ერთ სკოლას ანგრევენ - ამჯერად სამიზნე ვეკუას სკოლაა
TV პირველი

თბილისში კიდევ ერთ სკოლას ანგრევენ - ამჯერად სამიზნე ილია ვეკუას სახ. თბილისის 42-ე საჯარო სკოლაა.

როგორც ირკვევა, მოსწავლეებს გამოუცხადეს, რომ შენობა უნდა დაცალონ და მეორე ცვლაში, 51-ე სკოლაში გადავიდნენ.

მათი თქმით, ეს სრულად ეწინააღმდეგება სპეციალური სასწავლო პროგრამების მქონე ფიზიკა მათმატიკური სკოლის სწავლის კონცეფციას.

ცოტა ხნის წინ, მშობლებს აიმედებდნენ, რომ მათთვის ალტერნატიულ სივრცეს გამოძებნიდნენ, დღეს კი გამოუცხადეს რომ მეორე ცვლაში გადაყავთ.

გაზაფხულიდან გვაქვს ინფორმაცია, მინისტრი იყო სკოლაში, შეხვდა დირექტორს და იყო საუბარი იმის შესახებ, რომ სკოლა არის ავარიული, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება და უნდა დაინგრეს და აშენდეს ახალი. დაიწყეს პროექტზე მუშაობა, პარალელურად დაიწყეს ძებნა, ალტერნატიული შენობის. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მომავალი წლის სექტემბრიდან, გადავიდოდით ალტერნატიულ ფართში, რომელიც გარემონტდებოდა, თუმცა, ახლა მოვიდა დასკვნა სამხარაულის და გვითხრეს, რომ უნდა დაიცალოს სასაწრაფოდ, გარკვეულ ვადებში, - ამბობს ერთ -ერთი მშობელი.

პედაგოგები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით მათი სკოლის შინაარსი აბსოლუტურად ჩამოიშლება.

მოსწავლეები, მშობლები და სკოლის მასწავლებლები სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, თუ ამ შეხვედრის შემდეგ არ გამოჩნდება ალტერნატიული ფართი, სადაც სკოლის საქმიანობა გაგრძელდება, პროტესტი გარდაუვალი გახდება.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ხვალ დილის ათ საათზე გელოდებით ვეკუას სკოლასთან!”– რა ემუქრება სკოლას?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები