პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის ვეკუას სახელობის სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები არიან შეკრებილი, ნაწილი კი ადმინისტრაციასთან შეხვედრას მართავს - მათი განცხადებით, არ „აქვთ ინფორმაცია, „რა ელით მათ შვილებს ორშაბათიდან“

განათლების სამინისტრო

თბილისის ვეკუას სახელობის 42-ე სკოლასთან მშობლები შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ შენობის ავარიულობის გამო დაცლის მიუხედავად, არ იციან, სად გაგრძელდება სწავლა ორშაბათიდან. ისინი სამინისტროსგან ალტერნატიულ ფართს ითხოვენ.

თბილისის ვეკუას სახელობის სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები არიან შეკრებილი, ნაწილი კი ადმინისტრაციასთან შეხვედრას მართავს - მათი განცხადებით, არ „აქვთ ინფორმაცია, „რა ელით მათ შვილებს ორშაბათიდან“
ინტერპრესნიუსი

თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები არიან შეკრებილი.

მშობლებისა და მასწავლებლების ნაწილი სკოლის ადმინისტრაციასთან შეხვედრას მართავს.

ერთ-ერთი მშობლის თქმით, განათლების სამინისტრო ეძებს ალტერნატიულ ფართს, თუმცა პროცესი იწელება და ჯერ კიდევ უცნობია სწავლის განახლების ფორმა და თარიღი.

მათი ერთადერთი მოთხოვნაა ისეთი ფართის გამოყოფა, სადაც მოსწავლეები ღირსეულ გარემოში შეძლებენ სწავლის გაგრძელებას.

„გვეუბნებიან, რომ სკოლა არის ნგრევის პირას, მასში სწავლის გაგრძელება რისკის შემცველია და ამის გამო შენობა სასწრაფოდ უნდა დაიცალოს. ვითხოვთ ალტერნატიულ ფართს, სადაც ჩვენი შვილები შეძლებენ სწავლას ღირსეულ გარემოში. არანაირ სხვა ცვლაში, არანაირ სხვა სკოლაში. მოკლედ, ნორმალურ პირობებს ვითხოვთ, მეტს არაფერს.

ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. როგორც ვიცი, სახელმწიფო და განათლების სამინისტრო თვითონ ეძებს ალტერნატიულ ფართს, ასევე, მშობლებსაც გვითხოვეს დახმარება, მაგრამ ეს პროცესი, როგორც ჩანს, იწელება და არ ვიცით, ორშაბათს შევალთ თუ არა სკოლაში. გვაინტერესებს რა გველის, არსებობს თუ არა რამე რეალური ფართი და ძალიან ვთხოვთ ჩვენს სახელმწიფოს, განათლების სამინისტროს, დაუდგეს ჩვენს შვილებს მხარში, იმიტომ რომ მათ უბრალოდ ცოდნის მიღება და სწავლა უნდათ“, - განაცხადა მშობელმა თამარ ბაბუნაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ჩერდება. მიზეზი კი ავარიული შენობა და ექსპერტიზის დასკვნაა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. TV პირველიოპოზიციურივეკუას სკოლასთან ისევ აქციაა - მშობლები და პედაგოგები შენობის დანგრევას აპროტესტებენ
  2. ალიაოპოზიციურივეკუას სკოლასთან ისევ აქციაა – მშობლები და პედაგოგები შენობის დანგრევას აპროტესტებენ
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გვეუბნებიან, რომ სკოლა არის ნგრევის პირას, მასში სწავლის გაგრძელება რისკის შემცველია და ამის გამო შენობა სასწრაფოდ უნდა დაიცალოს. ვითხოვთ ალტერნატიულ ფართს, სადაც ჩვენი შვილები შეძლებენ სწავლას ღირსეულ გარემოში. არანაირ სხვა ცვლაში, არანაირ სხვა სკოლაში. მოკლედ, ნორმალურ პირობებს ვითხოვთ, მეტს არაფერს. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. როგორც ვიცი, სახელმწიფო და განათლების სამინისტრო თვითონ ეძებს ალტერნატიულ ფართს, ასევე, მშობლებსაც გვითხოვეს დახმარება, მაგრამ ეს პროცესი, როგორც ჩანს, იწელება და არ ვიცით, ორშაბათს შევალთ თუ არა სკოლაში. გვაინტერესებს რა გველის, არსებობს თუ არა რამე რეალური ფართი და ძალიან ვთხოვთ ჩვენს სახელმწიფოს, განათლების სამინისტროს, დაუდგეს ჩვენს შვილებს მხარში, იმიტომ რომ მათ უბრალოდ ცოდნის მიღება და სწავლა უნდათ“
თამარ ბაბუნაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„არავითარი ჰიბრიდული სწავლება ან მეორე ცვლა“ - მორიგი აქცია ვეკუას სკოლასთანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები