მშობლების ინფორმაციით, ვეკუას სკოლაში სწავლა იმავე შენობაში, „გაძლიერებული უსაფრთხოებით“ განახლდება
ვეკუას სახელობის სკოლაში სწავლა იმავე შენობაში, „გაძლიერებული უსაფრთხოებით“ განახლდება — ჩაიკეტება რამდენიმე ოთახი და დაემატებიან მანდატურები, რასაც წინ მშობლების პროტესტი უძღოდა.

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა შენობას, ჯერჯერობით, არ შეიცვლის.
მშობლების ინფორმაციით, „გაძლიერებული იქნება სკოლის უსაფრთხოება“. ეს მოიცავს რამდენიმე საკლასო ოთახის ჩაკეტვას და მათ ნაცვლად ადმინისტრაციული ოთახების გამოყენებას. გარდა ამისა, სკოლას დაემატება მანდატურები.
ეს ინფორმაცია მშობლებს მიაწოდა განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, ლალი კალანდაძემ, რომელიც უწყებაში ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელობს.
„ეს მესიჯი მოგვივიდა სკოლას ლალი კალანდაძისგან რამდენიმე წუთის წინ! ესაა წინააღმდეგობის პირველი შედეგი:
ვინაიდან ფართის მოძიებას არ ეყო ეს ორი დღე, ამასთანავე, სულ რომ ხვალ ვიშოვოთ ფართი, გარკვეული დრო დასჭირდება გარდამავალ პერიოდს – ხელშეკრულების გაფორმება, 112ის დასკვნა და აშ. თქვენი სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:
სამხარაულის ბიუროს გაეგზავნა დამატებითი მოთხოვნა სიღრმისეული ანალიზის გასაკეთებლად. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია მანამდე იყო ზეპირი, ჩაითვალა, რომ დამატებით ჩართონ ექსპერტები ამ პროცესში.
მანამდე, სასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობაში. ამასთანავე, ორშაბათიდან ადგილზე გაძლიერებული იქნება სკოლის უსაფრთხოება. ჩაიკეტება რამდენიმე საკლასო ოთახი, ხოლო სწავლისთვის გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული ოთახები. დაემატებიან მანდატურები.
რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსს, რომელუც ვეკუას სკოლისთვის რემონტდება, მოსწავლეთა მისაღებად მზად იქნება 2027 წლის სექტემბერში“, – წერს სოციალურ ვეკუას სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, მარი გაბედავა.
საქართველოში არაერთი სკოლაა, სადაც სექტემბერში სასწავლო პროცესი დაიწყო, მაგრამ მალევე ავარიულობის მიზეზით შეწყდა.
ვეკუას სკოლის შენობის ავარიულობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა: მშობლების თქმით, მათ 5 ნოემბერს, ხუთშაბათს შეიტყვეს, რომ ორშაბათიდან, ანუ 9 ნომენბრიდან სწავლას სხვა, N51-ე საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში გააგრძელებენ. მათი ნაწილისთვის მეორე ცვლაში სწავლის გაგრძელება მიუღებელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ისინი კითხვებს სვამდნენ იმის შესახებ, თუ რატომ არ შეატყობინეს მათ შენობის ავარიულობის შესახებ უფრო ადრე.
განათლების სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ სკოლის ადმინისტრაციამ და მშობლებმა სექტემბრიდან იცოდნენ, რომ სკოლას ესაჭიროებოდა ექსპერტიზა და მიმდინარეობს განხილვა, თუ რომელ შენობაში უნდა გადასულიყვნენ მოსწავლეები.
“გაძლიერებული უსაფრთხოებით“ და იგივე შებობაში სწავლის განახლების შესახებ ინფორმაციის მიღებამდე, დღეს, 8 ნოემბერს, მშობლებმა სკოლასთან აქცია გამართეს. ისინი აცხადებენნ, რომ არ იყვნენ თანახმა სწავლების გაგრძელებაზე ჰიბრიდულ, ან ონლაინ რეჟიმში. არც მეორე ცვლაში. ალტერნატიული ფართის გამოყოფის შემთხვევაში, ისინი ითხოვდნენ განხილულიყო თბილისის ცენტრალურ უბნები (რათა ქალაქის მნებისმიერ ადგილიდან მისვლა მარტვად ყოფილიყო შესაძლებელი), ან მეტროდან ფეხით სავალ მანძილზე არსებულ შენობები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიავეკუას სკოლაში სწავლა „გაძლიერებული უსაფრთხოებით“ გაგრძელდება, ჩატარდება „სიღრმისეული ექსპერტიზა“
მშობლის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ვეკუას სკოლის შენობაში გაგრძელდება და ორშაბათიდან გაძლიერდება უსაფრთხოება - ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსი კი, რომელიც სკოლისთვის რემონტდება, მოსწავლეთა მისაღებად 2027 წლის სექტემბერში იქნება მზად
სასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობაში. ესაა წინააღმდეგობის პირველი შედეგი! – სიახლე ვეკუას სკოლასთან დაკავშირებით
- მარი გაბედავა: ეს მესიჯი მოგვივიდა სკოლას ლალი კალანდაძისგან რამდენიმე წუთის წინ! ესაა წინააღმდეგობის პირველი შედეგი!
ვეკუას სკოლის მოსწავლეები სწავლას საკუთარ შენობაში გააგრძელებენ - მშობელი
"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი ძველ შენობაში გაგრძელდება
თბილისის ილია ვეკუას სკოლა - სამინისტროსთან შეთანხმებით, სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს იმავე შენობაში, უსაფრთხო ნაწილში, სექტემბერში კი სასწავლო პროცესს დაიწყებს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის ფართში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…