პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის ილია ვეკუას სკოლა - სამინისტროსთან შეთანხმებით, სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს იმავე შენობაში, უსაფრთხო ნაწილში, სექტემბერში კი სასწავლო პროცესს დაიწყებს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის ფართში

თბილისის ვეკუას სახელობის 42-ე სკოლა სწავლას არსებული შენობის უსაფრთხო ნაწილში გააგრძელებს, ხოლო 2027 წლის სექტემბრიდან ტექნიკური უნივერსიტეტის ფართში გადავა. შენობის ავარიულობის გამო სკოლა ერთ კვირაში შემჭიდროებულ ცხრილს შეიმუშავებს.

თბილისის ილია ვეკუას სკოლა - სამინისტროსთან შეთანხმებით, სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს იმავე შენობაში, უსაფრთხო ნაწილში, სექტემბერში კი სასწავლო პროცესს დაიწყებს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის ფართში
ინტერპრესნიუსი

თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №42 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის გაგრძელებასა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტროსთან შეთანხმებით სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს იმავე შენობის უსაფრთხო ნაწილში, ხოლო 2027 წლის სექტემბერში სასწავლო პროცესს დაიწყებს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის შესაბამის ფართში.

„გაცნობებთ ინფორმაციას სასწავლო პროცესის გაგრძელებასა და სამომავლო გეგმების შესახებ:

სამინისტროსთან შეთანხმებით, სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს იმავე შენობაში - უსაფრთხო ნაწილში.

უახლოეს ერთ კვირაში სკოლა შეიმუშავებს ახალ საგაკვეთილო ცხრილს შემჭიდროებული საათობრივი დატვირთვით.

სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ სკოლა 2027 წლის სექტემბერში სასწავლო პროცესს დაიწყებს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის შესაბამის ფართში, სადაც გათვალისწინებული იქნება სრულფასოვანი სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი ყველა პირობა.

შეიქმნება მშობლების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც აიღებს ვალდებულებას, გააკონტროლოს და თვალი ადევნოს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას და შესაბამისი ვადების დაცვას ტექნიკური უნივერსიტეტის მე-10 კორპუსში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ჩერდება. მიზეზი კი ავარიული შენობა და ექსპერტიზის დასკვნაა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
ოპოზიციური 5ნეიტრალური 1
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურივეკუას სკოლაში სწავლა „გაძლიერებული უსაფრთხოებით“ გაგრძელდება, ჩატარდება „სიღრმისეული ექსპერტიზა“
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმშობლის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ვეკუას სკოლის შენობაში გაგრძელდება და ორშაბათიდან გაძლიერდება უსაფრთხოება - ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსი კი, რომელიც სკოლისთვის რემონტდება, მოსწავლეთა მისაღებად 2027 წლის სექტემბერში იქნება მზად
  3. ალიაოპოზიციურისასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობაში. ესაა წინააღმდეგობის პირველი შედეგი! – სიახლე ვეკუას სკოლასთან დაკავშირებით
  4. Facebookმარი გაბედავა: ეს მესიჯი მოგვივიდა სკოლას ლალი კალანდაძისგან რამდენიმე წუთის წინ! ესაა წინააღმდეგობის პირველი შედეგი!
  5. BM.GEოპოზიციურივეკუას სკოლის მოსწავლეები სწავლას საკუთარ შენობაში გააგრძელებენ - მშობელი
  6. ნეტგაზეთიოპოზიციურიმშობლების ინფორმაციით, ვეკუას სკოლაში სწავლა იმავე შენობაში, „გაძლიერებული უსაფრთხოებით“ განახლდება
  7. TV პირველიოპოზიციური"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი ძველ შენობაში გაგრძელდება
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვეკუას სკოლასთან ისევ აქციაა - მშობლები და პედაგოგები შენობის დანგრევას აპროტესტებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები