ვეკუას სკოლის მოსწავლეები სწავლას საკუთარ შენობაში გააგრძელებენ - მშობელი
ვეკუას სკოლის მოსწავლეები სწავლას საკუთარ შენობაში გააგრძელებენ. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მშობელთა აქცია, რომლებიც შენობის დატოვებას, ონლაინ რეჟიმს ან მეორე ცვლაში გადასვლას ეწინააღმდეგებოდნენ.

ილია ვეკუას სახელობის თბილისის №42-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, ჩვეულ რეჟიმში, თუმცა „გაძლიერებული უსაფრთხოების“ ზომებით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას მოსწავლეთა მშობლები ავრცელებენ, რომლებმაც ოფიციალური შეტყობინება განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსისგან მიიღეს.
სამინისტროს წერილის თანახმად, პროცესში ჩაერთვებიან ექსპერტები, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შენობის „სიღრმისეული ანალიზი“ უნდა ჩაატაროს. საბოლოო დასკვნის დადებამდე კი მოსწავლეები სწავლას სკოლის არსებულ შენობაში განაგრძობენ.
„ორშაბათიდან ადგილზე გაძლიერებული იქნება სკოლის უსაფრთხოება. ჩაიკეტება რამდენიმე საკლასო ოთახი, ხოლო სწავლისთვის გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული ოთახები. დაემატებიან მანდატურები. რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსს, რომელიც ვეკუას სკოლისთვის რემონტდება, მოსწავლეთა მისაღებად მზად იქნება 2027 წლის სექტემბერში“, - წერია შეტყობინებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მშობელმა, მარი გაბედავამ გამოაქვეყნა.
სამინისტროს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მშობლების პროტესტი. 8 ნოემბერს ვეკუას სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა მორიგი აქცია გამართეს. უკმაყოფილება გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ 9 ნოემბრიდან იმავე შენობაში სწავლის გაგრძელება ვერ მოხერხდებოდა. მშობლები კატეგორიულად ითხოვდნენ, რომ არ დაშვებულიყო ონლაინ თუ ჰიბრიდული სწავლება ან მეორე ცვლაში გადაყვანა, ხოლო შენობის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში, სამინისტროს მათთვის ალტერნატიული ფართი ქალაქის ცენტრალურ უბანში, მეტროსთან ახლოს გამოეყო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიავეკუას სკოლაში სწავლა „გაძლიერებული უსაფრთხოებით“ გაგრძელდება, ჩატარდება „სიღრმისეული ექსპერტიზა“
მშობლის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ვეკუას სკოლის შენობაში გაგრძელდება და ორშაბათიდან გაძლიერდება უსაფრთხოება - ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსი კი, რომელიც სკოლისთვის რემონტდება, მოსწავლეთა მისაღებად 2027 წლის სექტემბერში იქნება მზად
სასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობაში. ესაა წინააღმდეგობის პირველი შედეგი! – სიახლე ვეკუას სკოლასთან დაკავშირებით
- მარი გაბედავა: ეს მესიჯი მოგვივიდა სკოლას ლალი კალანდაძისგან რამდენიმე წუთის წინ! ესაა წინააღმდეგობის პირველი შედეგი!
მშობლების ინფორმაციით, ვეკუას სკოლაში სწავლა იმავე შენობაში, „გაძლიერებული უსაფრთხოებით“ განახლდება
"ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი ძველ შენობაში გაგრძელდება
თბილისის ილია ვეკუას სკოლა - სამინისტროსთან შეთანხმებით, სკოლა სასწავლო პროცესს აგრძელებს იმავე შენობაში, უსაფრთხო ნაწილში, სექტემბერში კი სასწავლო პროცესს დაიწყებს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის ფართში
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…