სასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობაში. ესაა წინააღმდეგობის პირველი შედეგი! – სიახლე ვეკუას სკოლასთან დაკავშირებით
ვეკუას სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შენობაშივე გაგრძელდება, თუმცა რამდენიმე ოთახი ჩაიკეტება. მშობელი მარი გაბედავა აცხადებს, რომ სამხარაულის ბიუროს დამატებითი ანალიზისთვის მიმართეს, ხოლო პროტესტის ფონზე მშობლები ფლიგელის გადატიხვრასა და ონლაინ სწავლებას ეწინააღმდეგებიან.

“ეს მესიჯი მოგვივიდა სკოლას ლალი კალანდაძისგან რამდენიმე წუთის წინ! ესაა წინააღმდეგობის პირველი შედეგი!
ვინაიდან ფართის მოძიებას არ ეყო ეს ორი დღე, ამასთანავე, სულ რომ ხვალ ვიშოვოთ ფართი, გარკვეული დრო დასჭირდება გარდამავალ პერიოდს – ხელშეკრულების გაფორმება, 112ის დასკვნა და აშ. თქვენი სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება:
სამხარაულის ბიუროს გაეგზავნა დამატებითი მოთხოვნა სიღრმისეული ანალიზის გასაკეთებლად. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია მანამდე იყო ზეპირი, ჩაითვალა, რომ დამატებით ჩართონ ექსპერტები ამ პროცესში. მანამდე, სასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობაში.
ამასთანავე, ორშაბათიდან ადგილზე გაძლიერებული იქნება სკოლის უსაფრთხოება.
ჩაიკეტება რამდენიმე საკლასო ოთახი, ხოლო სწავლისთვის გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული ოთახები. დაემატებიან მანდატურები.
რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსს, რომელიც ვეკუას სკოლისთვის რემონტდება, მოსწავლეთა მისაღებად მზად იქნება 2027 წლის სექტემბერში.“ – წერს მშობელი მარი გაბედავა სოციალურ ქსელში.
დღეს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას შორის შეხვედრა გაიმართა. პარალელურად, სკოლის გარეთ საპროტესტო აქცია იმართებოდა.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ სკოლის შენობის ავარიულობასთან დაკავშირებითაც არსებობს ექსპერტიზის დასკვნა და რომ ალტერნატიულ სივრცეში სწავლის გაგრძელებაზე სამინისტრო სკოლასთან მოლაპარაკებებს მართავს.
ვეკუას სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები ითხოვენ: უსაფრთხო და შესაფერისი შენობის მოძიებას სკოლისთვის, სანამ ვეკუას სკოლის მუდმივი შენობა არ იქნება ხელმისაწვდომი. არავითარი ჰიბრიდული ან ონლაინ სწავლება და არავითარი მეორე ცვლა. შენობის შესაფერის მდებარეობად განიხილავენ ცენტრალურ უბნებს, მეტროდან ფეხით სავალ მანძილზე, რომ მთელი ქალაქიდან მომავალი ბავშვებისთვის იყოს ისევე ხელმისაწვდომი, როგორიც ახლანდელი მდებარეობაა.
ვინაიდან სამხარაულის დასკვნით, შენობა საფრთხისშემცველია და ორშაბათიდან წყვეტენ სასწავლო პროცესს, მშობლები არავითარ შემთხვევაში არ არიან თანახმა არსებული შედარებით ნაკლებად დაზიანებული ფლიგელის გადატიხვრაზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიავეკუას სკოლაში სწავლა „გაძლიერებული უსაფრთხოებით“ გაგრძელდება, ჩატარდება „სიღრმისეული ექსპერტიზა“
მშობლის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ვეკუას სკოლის შენობაში გაგრძელდება და ორშაბათიდან გაძლიერდება უსაფრთხოება - ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსი კი, რომელიც სკოლისთვის რემონტდება, მოსწავლეთა მისაღებად 2027 წლის სექტემბერში იქნება მზად
- მარი გაბედავა: ეს მესიჯი მოგვივიდა სკოლას ლალი კალანდაძისგან რამდენიმე წუთის წინ! ესაა წინააღმდეგობის პირველი შედეგი!
ციტატები სტატიიდან
„ეს მესიჯი მოგვივიდა სკოლას ლალი კალანდაძისგან რამდენიმე წუთის წინ! ესაა წინააღმდეგობის პირველი შედეგი! ვინაიდან ფართის მოძიებას არ ეყო ეს ორი დღე, ამასთანავე, სულ რომ ხვალ ვიშოვოთ ფართი, გარკვეული დრო დასჭირდება გარდამავალ პერიოდს – ხელშეკრულების გაფორმება, 112ის დასკვნა და აშ. თქვენი სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: სამხარაულის ბიუროს გაეგზავნა დამატებითი მოთხოვნა სიღრმისეული ანალიზის გასაკეთებლად. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია მანამდე იყო ზეპირი, ჩაითვალა, რომ დამატებით ჩართონ ექსპერტები ამ პროცესში. მანამდე, სასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობაში. ამასთანავე, ორშაბათიდან ადგილზე გაძლიერებული იქნება სკოლის უსაფრთხოება. ჩაიკეტება რამდენიმე საკლასო ოთახი, ხოლო სწავლისთვის გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული ოთახები. დაემატებიან მანდატურები. რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსს, რომელიც ვეკუას სკოლისთვის რემონტდება, მოსწავლეთა მისაღებად მზად იქნება 2027 წლის სექტემბერში.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…