ვეკუას სკოლაში სწავლა „გაძლიერებული უსაფრთხოებით“ გაგრძელდება, ჩატარდება „სიღრმისეული ექსპერტიზა“
ვეკუას სკოლაში სწავლა გაძლიერებული უსაფრთხოებით გაგრძელდება, რამდენიმე ოთახი ჩაიკეტება და ექსპერტიზა ჩატარდება, რის შესახებაც მშობლებს განათლების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა ლალი კალანდაძემ შეატყობინა.

კვირას, 8 ნოემბერს ვეკუას სახელობის სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა მორიგი აქცია გამართეს.
დაახლოებით 14:00 საათზე კი მშობლებს მიუვიდათ შეტყობინება ლალი კალანდაძისგან, განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსისგან.
ამ წერილის შინაარსს ერთ-ერთი მშობელი, მარი გაბედავა ავრცელებს ფეისბუკზე.
რა გადაწყდა სკოლაზე
სამინისტროს წარმომადგენელი მშობლებს ატყობინებს, რომ 42-ე სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე გადაწყდა:
„სამხარაულის ბიუროს გაეგზავნა დამატებითი მოთხოვნა სიღრმისეული ანალიზის გასაკეთებლად. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია მანამდე იყო ზეპირი, ჩაითვალა, რომ დამატებით ჩართონ ექსპერტები ამ პროცესში.
მანამდე, სასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობაში.
ამასთანავე, ორშაბათიდან ადგილზე გაძლიერებული იქნება სკოლის უსაფრთხოება.
ჩაიკეტება რამდენიმე საკლასო ოთახი, ხოლო სწავლისთვის გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული ოთახები.
სკოლას დაემატებიან მანდატურები.
რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსს, რომელუც ვეკუას სკოლისთვის რემონტდება, მოსწავლეთა მისაღებად მზად იქნება 2027 წლის სექტემბერში“.
საქართველოში არაერთი სკოლაა, რომლებშიც სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყო, შემდეგ კი მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ იქ საგანმანათლებლო პროცესი ვერ გაგრძელდებოდა. რადიო თავისუფლებამ 10-ზე მეტი ასეთი სკოლა დათვალა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამშობლის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ვეკუას სკოლის შენობაში გაგრძელდება და ორშაბათიდან გაძლიერდება უსაფრთხოება - ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსი კი, რომელიც სკოლისთვის რემონტდება, მოსწავლეთა მისაღებად 2027 წლის სექტემბერში იქნება მზად
- მარი გაბედავა: ეს მესიჯი მოგვივიდა სკოლას ლალი კალანდაძისგან რამდენიმე წუთის წინ! ესაა წინააღმდეგობის პირველი შედეგი!
ციტატები სტატიიდან
„სამხარაულის ბიუროს გაეგზავნა დამატებითი მოთხოვნა სიღრმისეული ანალიზის გასაკეთებლად. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია მანამდე იყო ზეპირი, ჩაითვალა, რომ დამატებით ჩართონ ექსპერტები ამ პროცესში. მანამდე, სასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობაში. ამასთანავე, ორშაბათიდან ადგილზე გაძლიერებული იქნება სკოლის უსაფრთხოება. ჩაიკეტება რამდენიმე საკლასო ოთახი, ხოლო სწავლისთვის გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული ოთახები. სკოლას დაემატებიან მანდატურები. რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსს, რომელუც ვეკუას სკოლისთვის რემონტდება, მოსწავლეთა მისაღებად მზად იქნება 2027 წლის სექტემბერში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…