ვეკუას სკოლის მოსწავლეთა მშობლები - სამინისტრო სწავლის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობს: ჰიბრიდულ სწავლებას, მეორე სმენას, მოსწავლეების შენობის არაავარიულ ნაწილში დარჩენას, საუბარია სექტემბრიდან სტუ-ს შენობაში გადასვლაზე
ვეკუას სახელობის 42-ე სკოლის შენობის ავარიულობის გამო მშობლებმა განათლების სამინისტროს შეთავაზება ჰიბრიდულ სწავლებასა და სხვა სკოლებში გადანაწილებაზე უარყვეს. მათი თქმით, უწყება ახალ გეგმას ორ დღეში წარადგენს, მანამდე კი უცნობია, სად გააგრძელებენ ბავშვები სწავლას.

თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა.
ერთ-ერთი მშობლის თქმით, უწყების მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ვარიანტები იყო ჰიბრიდული სწავლება, მეორე სმენა, მოსწავლეების სხვა სკოლებში გადანაწილება, ასევე, მოსწავლეების შენობის არაავარიულ ნაწილში დარჩენა, რაც მშობლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
მათივე თქმით, ჯერ არ იციან, რა ფორმით გააგრძელებენ სწავლას მოსწავლეები ორშაბათიდან, განათლების სამინისტროსგან კი მიიღეს დაპირება, რომ ორი დღის განმავლობაში გამოიკვეთება სამოქმედო გეგმა.
“შეხვედრას სამინისტროს წარმომადგენელი ესწრებოდა, ასევე ვიყავით მშობლები, სკოლის ადმინისტრაცია, მათ შორის პედაგოგები.მათი შემოთავაზება იყო პირველი: ჰიბრიდული სწავლება, მეორე: მეორე სმენა და სხვადასხვა სკოლებში გადანაწილება, მათ შორის იყო საუბარი 51-ე საჯარო სკოლასა და ალტერნატიულ საჯარო სკოლებზე, ასევე მოსწავლეების ნაწილის ონლაინ სწავლებაზე გადაყვანა. ასევე განიხილეს მოსწავლეთა ნაწილის არაავარიულ ნაწილში დარჩენა. კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა ერთსულოვნად მშობლებისთვის ეს შემოთავაზება. ამაზე ერთსულოვნად შევთანხმდით მშობლები, გაიზიარა სამინისტროს წარმომადგენელმა ეს პოზიცია. ახლა უფრო მიდის საუბარი იმაზე, რომ მოილაპარაკებენ სამინისტროში და შემოგვთავაზებენ რაიმეს.
ორშაბათს ჩვენ არ ვიცით, ჩვენი შვილები უნდა გამოვუშვათ ამ სკოლაში თუ რა იქნება. სამინისტრო გვპირდება, რომ ამ ორი დღის განმავლობაში გამოიკვეთება, რას ვაკეთებთ.
ასევე ითქვა, რომ დაიწყება ალტერნატიული ფართის მოძიება, სადაც პირველ ცვლაზე იქნება საუბარი და სრულად იქნება შესაძლებელი საკლასო ოთახებში საგაკვეთილო პროცესის ჩატარება.
სამომავლოდ საუბარია იმაზეც, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა გარემონტდეს და შემდგომი სასწავლო წლისთვის სწავლას იქ შეუდგნენ ბავშვები.
საკმაოდ რთული და მწვავე პრობლემის წინაშე ვდგავართ. ორ დღეში სასწავლო პროცესია და ჩვენი შვილები შეძლებენ თუ ვერ შეძლებენ სკოლაში დაბრუნებას, ჩვენ ეს არ ვიცით”,-აღნიშნა მშობელმა.
ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ჩერდება. მიზეზი კი ავარიული შენობა და ექსპერტიზის დასკვნაა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიათბილისში კიდევ ერთ სკოლას ანგრევენ - ამჯერად სამიზნე ვეკუას სკოლაა
თბილისის ვეკუას სახელობის სკოლაში სწავლა შესაძლოა შეჩერდეს
ავარიული შენობის გამო 42-ე სკოლაში სწავლა ჩერდება – მოსწავლეები 51-ე სკოლაში გადაჰყავთ
თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42-ე საჯარო სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები არიან შეკრებილები
თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები არიან შეკრებილები
პროტესტი ვეკუას სკოლასთან - მშობლები და პედაგოგები სამინისტროსგან ახსნა-განმარტებებს ელოდებიან
ციტატები სტატიიდან
„შეხვედრას სამინისტროს წარმომადგენელი ესწრებოდა, ასევე ვიყავით მშობლები, სკოლის ადმინისტრაცია, მათ შორის პედაგოგები.მათი შემოთავაზება იყო პირველი: ჰიბრიდული სწავლება, მეორე: მეორე სმენა და სხვადასხვა სკოლებში გადანაწილება, მათ შორის იყო საუბარი 51-ე საჯარო სკოლასა და ალტერნატიულ საჯარო სკოლებზე, ასევე მოსწავლეების ნაწილის ონლაინ სწავლებაზე გადაყვანა. ასევე განიხილეს მოსწავლეთა ნაწილის არაავარიულ ნაწილში დარჩენა. კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა ერთსულოვნად მშობლებისთვის ეს შემოთავაზება. ამაზე ერთსულოვნად შევთანხმდით მშობლები, გაიზიარა სამინისტროს წარმომადგენელმა ეს პოზიცია. ახლა უფრო მიდის საუბარი იმაზე, რომ მოილაპარაკებენ სამინისტროში და შემოგვთავაზებენ რაიმეს. ორშაბათს ჩვენ არ ვიცით, ჩვენი შვილები უნდა გამოვუშვათ ამ სკოლაში თუ რა იქნება. სამინისტრო გვპირდება, რომ ამ ორი დღის განმავლობაში გამოიკვეთება, რას ვაკეთებთ. ასევე ითქვა, რომ დაიწყება ალტერნატიული ფართის მოძიება, სადაც პირველ ცვლაზე იქნება საუბარი და სრულად იქნება შესაძლებელი საკლასო ოთახებში საგაკვეთილო პროცესის ჩატარება. სამომავლოდ საუბარია იმაზეც, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა გარემონტდეს და შემდგომი სასწავლო წლისთვის სწავლას იქ შეუდგნენ ბავშვები. საკმაოდ რთული და მწვავე პრობლემის წინაშე ვდგავართ. ორ დღეში სასწავლო პროცესია და ჩვენი შვილები შეძლებენ თუ ვერ შეძლებენ სკოლაში დაბრუნებას, ჩვენ ეს არ ვიცით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…