პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო“ - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს

განათლების სამინისტრო

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით ვეკუას სკოლის შენობა გამაგრებას არ ექვემდებარება, რის გამოც მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს და ალტერნატიული ფართის მოძიებამდე შენობაში დარჩენა მოითხოვეს.

„ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო“ - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
რადიო თავისუფლება

მე-9 კლასის მოსწავლის მშობელი და ამავდროულად სამეურვეო საბჭოს წევრი, ნონა ცაბაძე ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან სკოლის შესახებ დასკვნა მოულოდნელად მიიღეს. მასში წერია, რომ შენობა მეოთხე კატეგორიის ავარიულია ანუ გამაგრებას არ ექვემდებარება:

„ვიცით, რომ ავარიულია შენობა და მიდის განხილვა, რა შეიძლება გაკეთდეს. ბოლო ინფორმაცია იყო, რომ სექტემბრიდან ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში უნდა გადავსულიყავით... მოულოდნელად მოვიდა სამხარაულიდან დასკვნა და ორშაბათიდან სკოლაში ვერ შეგიშვებთო...“

მშობლებისთვის მიუღებელია განათლების სამინისტროს სამივე შეთავაზება:

​ონლაინ სწავლება;

51-ე სკოლასთან შერწყმა, მეორე ცვლაში სწავლება;

ჰიბრიდული სწავლება.

„მოვითხოვთ, სანამ მოიძებნება ალტერნატიული ფართი, სადაც ბავშვები შეძლებენ დილის საათებში შეუფერხებლად სწავლას და კლუბები, დავრჩეთ ამ სკოლაში... პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება. აქვე გვაქვს მთავრობის კანცელარია, უცებ გადავინაცვლებთ იქ“, - ამბობს ის.

სკოლის დირექტორმა მედიასთან საუბარი არ ისურვა. სკოლასთან შეკრებილი მშობლები კი მას შემდეგ დაიშალნენ, რაც განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების რეგიონული მართვის სამმართველოს უფროსმა თამარ მენაფირემ დირექტორთან შეხვედრა დაასრულა

​„სამუშაო პროცესია, სკოლასთან გვექნება დამატებითი კომუნიკაცია და სასკოლო საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას... მეტს ვერაფერს გეტყვით“, - თქვა თამარ მენაფირემ.

სკოლა განათლების სამინისტროსგან პასუხს კვირა დღის ბოლომდე ელოდება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვიცით, რომ ავარიულია შენობა და მიდის განხილვა, რა შეიძლება გაკეთდეს. ბოლო ინფორმაცია იყო, რომ სექტემბრიდან ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში უნდა გადავსულიყავით... მოულოდნელად მოვიდა სამხარაულიდან დასკვნა და ორშაბათიდან სკოლაში ვერ შეგიშვებთო...“
ნონა ცაბაძე
„მოვითხოვთ, სანამ მოიძებნება ალტერნატიული ფართი, სადაც ბავშვები შეძლებენ დილის საათებში შეუფერხებლად სწავლას და კლუბები, დავრჩეთ ამ სკოლაში... პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება. აქვე გვაქვს მთავრობის კანცელარია, უცებ გადავინაცვლებთ იქ“
„სამუშაო პროცესია, სკოლასთან გვექნება დამატებითი კომუნიკაცია და სასკოლო საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას... მეტს ვერაფერს გეტყვით“
თამარ მენაფირე
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროტესტი ვეკუას სკოლასთან - მშობლები და პედაგოგები სამინისტროსგან ახსნა-განმარტებებს ელოდებიანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები