პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„არავითარი ჰიბრიდული სწავლება ან მეორე ცვლა“ - მორიგი აქცია ვეკუას სკოლასთან

განათლების სამინისტრო

ვეკუას სკოლასთან მშობლებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და განათლების სამინისტროს მიერ შეთავაზებული ჰიბრიდული, ონლაინ ან მეორე ცვლაში სწავლების ფორმატი კატეგორიულად უარყვეს.

„არავითარი ჰიბრიდული სწავლება ან მეორე ცვლა“ - მორიგი აქცია ვეკუას სკოლასთან
რადიო თავისუფლება

მათი პროტესტი გამოიწვია ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, იმავე შენობაში სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდება.

6 ნოემბრის აქციის შემდეგ, მშობლებმა შაბათს კვლავ იმსჯელეს და გადაწყვიტეს, კვირას მორიგი აქცია გაემართათ. მათი მოთხოვნებია:

განათლების სამინისტრომ გამოუყოს მოსწავლეებს შესაფერისი შენობა - ცენტრალურ უბანშუ, მეტროდან ფეხით სავალ მანძილზე;

„არავითარი ჰიბრიდული ან ონლაინ სწავლება და არავითარი მეორე ცვლა“.

დღესვე დაგეგმილია მშობლებით დაკომპლექტებული სამეურვეო საბჭოს შეხვედრა დირექციასთან.

მშობლებისთვის მიუღებელია განათლების სამინისტროს სამივე შეთავაზება:

​ონლაინ სწავლება;

51-ე სკოლასთან შერწყმა, მეორე ცვლაში სწავლება;

ჰიბრიდული სწავლება.

საქართველოში არაერთი სკოლაა, რომლებშიც სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყო, შემდეგ კი მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ იქ საგანმანათლებლო პროცესი ვერ გაგრძელდებოდა. რადიო თავისუფლებამ 10-ზე მეტი ასეთი სკოლა დათვალა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„არავითარი ჰიბრიდული ან ონლაინ სწავლება და არავითარი მეორე ცვლა“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო“ - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები