პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სამინისტროს “უცნაური” პასუხი ვეკუას სკოლას

განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

ვეკუას სახელობის 42-ე სკოლის შესაძლო დემონტაჟზე გავრცელებულ ცნობებს განათლების სამინისტრო პასუხობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ალტერნატიული ფართი მოძიებულია, თუმცა შენობის დაცლის აუცილებლობა საბოლოოდ ექსპერტიზის დასკვნასა და დაგეგმილ განხილვაზეა დამოკიდებული.

სამინისტროს “უცნაური” პასუხი ვეკუას სკოლას
ალია

საქართველოს განათლების სამინისტროში უპასუხეს მშობლებისა და მასწავლებლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის დემონტაჟი იგეგმება.

პასუხი საკმაოდ უცნაურია, რადგან სამინისტრო აცხადებს, რომ სკოლისთვის ალტერნატიული ფართი კი უკვე მოძიებულია, თუმცა, არ იციან, გადაიყვანენ, თუ არა, რომ ექსპერტიზა თუ იტყვის, სკოლა უნდა დატოვონ – უნდა დატოვონ და რომ ექსპერტიზის პასუხი ცნობილია, თუმცა, ასე 21–ე სკოლის შემთხვევაშიც ცნობილი იყო ექსპერტიზის პასუხი და მაინც იგივე სკოლაში დარჩნენ მოსწავლეები. თუმცა, იმას აღარ ამბობს, რომ სკოლაში მოსწავლეები დარჩნენ პროტესტის შემდეგ.

„ვეკუას სკოლას თვითონაც ჰქონდა ძალიან დიდი ხნის წინათ ინფორმაცია, რომ სკოლა არის სარემონტო, უნდა შევიდეს ექსპერტიზა, რათა დაადგინოს, რა სამუშაოები არის ჩასატარებელი. ეს სკოლამაც ძალიან დიდი ხანია იცის. სავარაუდოდ ექსპერტიზის დასკვნა მიუვიდათ ახლა, თორემ სკოლა რომ ცუდ მდგომარეობაშია და უნდა შეეფასებინათ, თვითონ სკოლამაც ძალიან დიდი ხანია იცის,ისიც იცის, რომ ალტერნატიულ ფრთაზე ვმუშაობთ.

ალტერნატიული ფართო მოძიებულია მათთვის, რემონტდება და მზადდება, თუმცა აქ საუბარია დროებით [შენობაზე]. თუმცა ამბავს ვერ გიდასტურებთ, ალბათ, შეხვედრა გაიმართება და უნდა განიხილონ, არის თუ არა აუცილებელი და თუ გამოჰყავთ, ეს დეტალები ჯერ [ცნობილი არ არის]. ჯერჯერობით ვერაფერს ვერ გიდასტურებთ.

თუ ექსპერტიზა იტყვის, რომ ცალსახად, შენობა უნდა დატოვონ, მოგვიწევს, რომ გამოვიყვანოთ ხალხი. ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია, მაგრამ დასკვნა ცნობილი იყო 21-ე სკოლის შემთხვევაშიც და შემდეგ რაღაცები შეიცვალა და იგივე შენობაში აგრძელებენ სწავლას. 21-ე სკოლის შემთხვევაში დასკვნა რომ მოვიდა, შემდეგ რაღაცები დაზუსტდა და დროებითი გამაგრება ჩაუტარდა“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

სკოლის მოსწავლეების, მშობლებისა და მასწავლებლების ნაწილის ინფორმაციით, ილია ვეკუას სახ. თბილისის 42-ე საჯარო სკოლა ანგრევენ.

როგორც ისინი აცხადებენ, მოსწავლეებს გამოუცხადეს, რომ შენობა უნდა დაცალონ და მეორე ცვლაში, 51-ე სკოლაში გადავიდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიგანათლების სამინისტროში ილია ვეკუას სახელობის თბილისის 42-ე საჯარო სკოლის დემონტაჟის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობენ
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ავარიული შენობის გამო 42-ე სკოლაში სწავლა ჩერდება – მოსწავლეები 51-ე სკოლაში გადაჰყავთწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები