პროტესტი ვეკუას სკოლასთან - მშობლები და პედაგოგები სამინისტროსგან ახსნა-განმარტებებს ელოდებიან
ვეკუას სკოლის ავარიულად გამოცხადებასა და დასანგრევთა სიაში შეყვანას პროტესტი მოჰყვა: მშობლები და მოსწავლეები მეორე ცვლაში სწავლის შეთავაზებას ეწინააღმდეგებიან და ალტერნატიულ ფართს ითხოვენ.

პროტესტია ვეკუას სკოლასთან - მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები განათლების სამინისტროსგან ახსნა-განმარტებებს ელოდებიან.
მათი ინფორმაციით, ვეკუას სახელობის სკოლა, სადაც ფიზიკას და მათემატიკას გაძლიერებულად ასწავლიან, დასანგრევ შენობათა სიაში შეიყვანეს და ავარიულად გამოაცხადეს.
სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა პროტესტიც, რადგან მოსწავლეებს მეორე ცვლებში სწავლებას ჰპირდებიან.
სკოლაში განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც იმოფებიან, რომლებიც მშობლებს და მასწავლებლების ნაწილს ხვდებიან.
გასათვალისწინებელია, რომ ავარიული შენობაა და დანგრევა გარდაუვალია, მაგრამ ჩვენი აქ შეკრების მთავარი მიზეზი გახდა ის, რომ სამინისტრომ თავდაპირველი განაცხადი შეცვალა იმის შესახებ, რომ დამოუკიდებელი ფართი გამოგვეყოფოდა. მოგეხსენებათ, რომ ვეკუას სკოლა უბრალოდ საგაკვეთილო პროცესები არ არის, აქ ხდება ინტენსიური საოლიმპიადო მომზადება, ასევე დამატებითი წრეებია და ლაბორატრიული მუშაობის ადგილია. ჩვენთვის მეორე ცვლის რეჟიმი სრულიად დაანგრევს ამას და მოვითხოვთ სამინისტროსგან ალტერნატივას, რომელიც ხელს არ შეუშლის სკოლის პროცესის მიმდინარეობებს. გაგვითვალისწინონ ჩვენც, პოტენციური ახალგარზდები, უყურადღებოდ არ მიგვადგომო და რეჟიმი შეგვინარჩუნონ, როგორიც გვაქვს სასწავლო პროცესის, - ამბობს ერთ-ერთი მოსწავლე.
შეხვედრა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს და მშობლებს შორის საათზე მეტია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილებს არ აქვთ იმედი, რომ მათთვის სასარგებლო წინადადებაზე შეთანხმდებიან, რადგან ამბობენ, რომ სამინისტრო, ბოლო პერიოდიდან გამომდინარე, ბავშვების ინტერესებს არ ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიათბილისში კიდევ ერთ სკოლას ანგრევენ - ამჯერად სამიზნე ვეკუას სკოლაა
თბილისის ვეკუას სახელობის სკოლაში სწავლა შესაძლოა შეჩერდეს
ავარიული შენობის გამო 42-ე სკოლაში სწავლა ჩერდება – მოსწავლეები 51-ე სკოლაში გადაჰყავთ
თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42-ე საჯარო სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები არიან შეკრებილები
თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები არიან შეკრებილები
ვეკუას სკოლის მოსწავლეთა მშობლები - სამინისტრო სწავლის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობს: ჰიბრიდულ სწავლებას, მეორე სმენას, მოსწავლეების შენობის არაავარიულ ნაწილში დარჩენას, საუბარია სექტემბრიდან სტუ-ს შენობაში გადასვლაზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…