პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვეკუას სკოლასთან აქცია გაიმართა – ჯერ უცნობია, სად გააგრძელებენ სწავლას ბავშვები

განათლების სამინისტრო

თბილისის 42-ე (ვეკუას) სკოლასთან მშობლებმა აქცია გამართეს მას შემდეგ, რაც შენობის მე-4 კატეგორიის ავარიულობის გამო სწავლა მოულოდნელად შეჩერდა. მშობლები ეწინააღმდეგებიან ონლაინ სწავლებასა და მეორე ცვლას, ითხოვენ ალტერნატიულ ფართს პირველ ცვლაში და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავენ.

ვეკუას სკოლასთან აქცია გაიმართა – ჯერ უცნობია, სად გააგრძელებენ სწავლას ბავშვები
ნეტგაზეთი

საპროტესტო აქცია გაიმართა ილია ვეკუას სახ. თბილისის 42-ე საჯარო სკოლასთან. მოსწავლეების მშობლებს კლასის დამრიგებლებმა 5 ნოემბერს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, სასწავლო პროცესი სკოლის შენობაში ვეღარ გაგრძელდებოდა.

სხვა შემთხვევების მსგავსად, ამჯერადაც მიზეზად ექსპერტიზის დასკვნა დასახელდა. მშობლებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, შენობის ავარიულობა მე-4 კატეგორიით შეფასდა.

მშობლები ითხოვენ, რომ თუ სკოლის შენობის დაცვლაა საჭირო, ბავშვებმა სწავლა ალტერნატიულ ფართში, პირველ ცვლაში გააგრძელონ. ისინი ეწინააღმდეგებიან ონლაინ სწავლებას და მეორე ცვლაში გადასვლას.

აქციის პარალელურად, დღეს სასკოლო საზოგადოებას განათლების სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრა ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა – სავარაუდოდ, კვირას, კიდევ ერთი შეხვედრის შემდეგ გადაწყდება, ორშაბათს ბავშვები სად გააგრძელებენ სწავლას.

„[სამინისტროს წარმომადგენლებს] არაფერი ხელში არ უჭირავთ და მშობლებს გვთხოვენ, რომ ფართის მოძიებაში დავეხმაროთ. შევთანხმდით თითქოს, რომ უნდა შედგეს ჩვენ შორის კომუნიკაცია და ეს ფართი ერთად მოვძებნოთ. 15 წელია ამ სკოლასთან მაქვს ურთიერთობა, ჩემი მესამე შვილი სწავლობს ამ სკოლაში და სკოლა წლებია ავარიულია. და რა, ახლა გახდა საგანგაშო?! ორშაბათს სკოლაში არ უნდა მოხვიდეთ, ასე გვეუბნებიან, არის სამხარაულის დასკვნა, მეოთხე კატეგორიის დაზიანება, აქამდე სად იყვნენ?! ნოემბერია, შუა სასწავლო პროცესი“, – ამბობს „ნეტგაზეთთან“ მშობელი ნონა ცაბაძე.

კიდევ ერთი მშობელი, ეთერ ბუნტური გვეუბნება, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მათთვის არ წარუდგენიათ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა. სკოლის საზოგადოება გეგმავს, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარონ:

„[გვითხრეს] დასკვნა გვაქვსო და კომპეტენციის ეჭვი არ არსებობსო. მე 1994 წელს დავამთავრე ეს სკოლა, მაშინაც იყო ავარიული, ისევე როგორც ამ ძველ უბანში ბევრი შენობა და ბევრი სკოლა. მშობლები შევიკრიბებით, კერძო ექსპერტიზას სწრაფ რეჟიმში განვახორციელებთ – რა ვადა გვაქვს. […] დავდებთ ალტერნატიულ დასკვნას“.

სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების რეგიონული მართვის სამმართველოს უფროსმა, თამარ მენაფირემ შეხვედრის შემდეგ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა:

„ახლა არის სამუშაო პროცესი, სკოლასთან გვექნება დამატებითი კომუნიკაცია. სასკოლო საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას. მეტს ვერაფერს გეტყვით“.

ამ ეტაპზე ასევე უცნობია კვირას რომელ საათზე გაიმართება შეხვედრა და სად.

ქვეყნის მასშტაბით 10-ზე მეტი სკოლაა, სადაც სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყო, თუმცა შემდეგ შეჩერდა. მიზეზად დასახელდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან შენობების ავარიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მიღებული დასკვნები. ზოგიერთ შემთხვევაში სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ფართსა და მოდელს პროტესტი მოჰყვა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო“ - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„[სამინისტროს წარმომადგენლებს] არაფერი ხელში არ უჭირავთ და მშობლებს გვთხოვენ, რომ ფართის მოძიებაში დავეხმაროთ. შევთანხმდით თითქოს, რომ უნდა შედგეს ჩვენ შორის კომუნიკაცია და ეს ფართი ერთად მოვძებნოთ. 15 წელია ამ სკოლასთან მაქვს ურთიერთობა, ჩემი მესამე შვილი სწავლობს ამ სკოლაში და სკოლა წლებია ავარიულია. და რა, ახლა გახდა საგანგაშო?! ორშაბათს სკოლაში არ უნდა მოხვიდეთ, ასე გვეუბნებიან, არის სამხარაულის დასკვნა, მეოთხე კატეგორიის დაზიანება, აქამდე სად იყვნენ?! ნოემბერია, შუა სასწავლო პროცესი“
ნონა ცაბაძე
„[გვითხრეს] დასკვნა გვაქვსო და კომპეტენციის ეჭვი არ არსებობსო. მე 1994 წელს დავამთავრე ეს სკოლა, მაშინაც იყო ავარიული, ისევე როგორც ამ ძველ უბანში ბევრი შენობა და ბევრი სკოლა. მშობლები შევიკრიბებით, კერძო ექსპერტიზას სწრაფ რეჟიმში განვახორციელებთ – რა ვადა გვაქვს. […] დავდებთ ალტერნატიულ დასკვნას“
ეთერ ბუნტური
„ახლა არის სამუშაო პროცესი, სკოლასთან გვექნება დამატებითი კომუნიკაცია. სასკოლო საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას. მეტს ვერაფერს გეტყვით“
თამარ მენაფირე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სამინისტროს “უცნაური” პასუხი ვეკუას სკოლასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები