პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროპის ორმაგი სტანდარტი - რატომ გმობს ევროკომისია ევროპელი დემონსტრანტების მხრიდან გამოჩენილ ძალადობას, თუკი ანალოგიურ ქმედებებს საქართველოში ახალგაზრდების მშვიდობიან პროტესტად აფასებდა

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ ევროკომისიას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბრიუსელი ევროპაში დემონსტრანტების ძალადობას გმობს, ხოლო საქართველოში დაკავებულ მოძალადეებს თვითნებურად დაპატიმრებულებად მოიხსენიებს და მათ გათავისუფლებას ითხოვს.

"იქ ათასობით ადამიანი დააპატიმრეს, რადგან მათ კანონი დაარღვიეს, მათ შორის მანიფესტაციებთან დაკავშირებით. საქართველოში კი, ასეთი დამრღვევები თვითნებურად დაპატიმრებულებად ითვლებიან" - ეს ორმაგი სტანდარტის ერთ-ერთი მაგალითია, რომელიც მმართველი გუნდის თქმით, ევროპაში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების ფონზე უფრო მკაფიოდ გამოჩნდა. რატომ გმობს ევროკომისია ევროპელი დემონსტრანტების მხრიდან გამოჩენილ ძალადობას, თუკი ანალოგიურ ქმედებებს საქართველოში ახალგაზრდების მშვიდობიან პროტესტად აფასებდა, რატომ უწოდებს მათ ახლა თვითნებურად დაკავებულებს, თუკი საფრანგეთში პოლიციის მისამართით მოლოტოვის კოქტეილის სროლა მკვლელობის მცდელობად კვალიფიცირდება და უვადო პატიმრობასაც ითვალისწინებს - კითხვა ბევრი გაჩნდა, თუმცა "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ბრიუსელის ტენდენციური მიდგომა აღარ უკვირთ, რადგან მიზეზი ცნობილია.

პასუხი ვერც ბრიუსელიდან მოვისმინეთ და ვერც თბილისიდან, სადაც ევროკავშირის ელჩმა არ დააკონკრეტა - ვის გულისხმობენ თვითნებურად დაკავებულ პირებში - 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობისთვის ბრალდებულებს, რომელთაც თავადვე აღიარეს დანაშაული, მოლოტოვის კოქტეილისთვის მსჯავრდებულებს, თუ მაგალითად მიხეილ სააკაშვილს? ვის გათავისუფლებას ითხოვენ ევროპელი ბიუროკრატები? ხელისუფლება კონკრეტულ პირთა სიას ითხოვს, კონკრეტული გვარებით. ევროკომისიის მოწოდების შინაარსი რომ ბუნდოვანია ვერ უარყოფს ვერც ოპოზიცია,თუმცა მოთხოვნას საფუძვლიანს უწოდებს.

"არ აკონკრეტებენ, რადგან არ აღიარონ" - უმრავლესობის განცხადებით, დაკავებულთა გვარების დასახელებით ღიად გამოჩნდება, რომ სწორედ გარე აქტორები მფარველობენ მოძალადეებს, რომლებსაც აქამდე თავადვე აქეზებდნენ. იხსენებენ ევროპის დემოკრატიის ფონდიდან დაფინანსებულ მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას, ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებას, რომელიც მხარდაჭერას უცხადებდა 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ზედაპირული და ორაზროვანი პასუხების მიღმაც ნათლად იკითხება, ვის გათავისუფლებას ითხოვს ბრიუსელი..

თბილისში მიიჩნევენ, რომ ბრიუსელის ორმაგი სტანდარტის პარალელურად სწორედ სამართლებრივი საკითხების პოლიტიზებაა ის, რაც დიალოგის სივრცეს ამცირებს. საუბრობენ სასამართლოს დამოუკიდებლობასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობებზეც.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იქ ათასობით ადამიანი დააპატიმრეს, რადგან მათ კანონი დაარღვიეს, მათ შორის მანიფესტაციებთან დაკავშირებით. საქართველოში კი, ასეთი დამრღვევები თვითნებურად დაპატიმრებულებად ითვლებიან“
„არ აკონკრეტებენ, რადგან არ აღიარონ“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩვენ კარგად ვიცით "მოლოტოვის კოქტეილის" კამპანია, ზოგიერთი ევროპარლამენტარი და ზოგიერთი ევრობიუროკრატი როგორ მოუწოდებდა პირდაპირ დემონსტრანტებს, გამოეჩინათ მეტი სიმტკიცე და შემართება - გიორგი გაბუნიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები