პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბრიუსელი არ ასახელებს, ვის გულისხმობს "თვითნებურად დაკავებულებში" - მმართველი გუნდი კი ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს

ნაციონალური მოძრაობა

ევროკომისია და ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი არ აკონკრეტებენ, ვის გულისხმობენ გაფართოების ანგარიშში ნახსენებ „თვითნებურად დაკავებულებში“, რასაც მმართველი გუნდი ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტად და მოძალადეების მფარველობად აფასებს.

კითხვა ისევ უპასუხოდ რჩება - ბრიუსელი ამ დრომდე არ განმარტავს, ვის გულისხმობს "თვითნებურად დაკავებულებში" - ვის გათავისუფლებას ითხოვენ გაფართოების შესახებ ანგარიშით: პრეზიდენტის სასახლეზე შტურმისთვის ბრალდებულებს, რომელთაც თავადვე აღიარეს დანაშაული; მსჯავრდებულებს, რომლებიც პოლიციელების მისამართით მოლოტოვის კოქტეილის სროლისთვის იხდიან სასჯელს, რაც თავის მხრივ საფრანგეთში უვადო პატიმრობასაც ითვალისწინებს, თუ, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილს, რომლის გათავისუფლების მოტივითაც ელჩები დიპლომატიურ დემარშსაც აწყობდნენ? - "კურიერის" კითხვას ევროკომისიამ რამდენიმე დღის შემდეგ უპასუხა, თუმცა მხოლოდ ერთი წინადადებით - რომ დამატებითი ინფორმაციის გაზიარება არ შეუძლიათ.

ევროკომისიამ, რომელსაც ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე მივმართეთ, იმავე ანგარიშზე მიგვითითა, რის გამოც მათგან განმარტება ვითხოვეთ. საუბარია ორაზროვან და ბუნდოვან მოწოდებაზე ფორმულირებით - "გათავისუფლდნენ თვითნებურად დაკავებულები". ჩანაწერით არ კონკრეტდება, ვის გულისხმობენ უკანონოდ დაპატიმრებულ პირებში.

სხვა ინფორმაციის მოწოდება ვერ შეძლო ვერც ევროკავშირის ელჩმა. მედიის კითხვების მიუხედავად, გამართულ ბრიფინგზე არც პაველ ჰერჩინსკის დაუკონკრეტებია, ვინ არიან "თვითნებურად დაკავებულები". დიპლომატმა დაადასტურა მხოლოდ ის, რომ სია არსებობს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეადგინეს. განმარტება რომ საჭიროა, ვერ უარყოფენ ვერც ხელისუფლების ოპონენტები, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ ევროკომისია იმ აქციებზე დაკავებულებს გულისხმობს, რომელსაც თავად მშვიდობიანს უწოდებენ. "ნაციონალური მოძრაობისთვის" კი მიხეილ სააკაშვილიც "თვითნებურად" დაკავებულია.

არ აკონკრეტებენ, რადგან არ აღიარონ - მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ კონკრეტული პირებისა და მათი გვარების დასახელებით, მკაფიოდ გამოჩნდება, ერთი მხრივ, ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც ევროპაში განვითარებული მოვლენების ფონზე უფრო ნათელი გახდა, მეორე მხრივ კი ის, რომ სწორედ გარე აქტორები აქეზებდნენ და მფარველობენ მოძალადეებს, რომელთა გათავისუფლებასაც ახლა თავადვე ითხოვენ.

კონკრეტული სია, გვარებით, ევროკომისიისგან ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე მოითხოვა ხელისუფლებამ, რომელსაც მიაჩნია, რომ, ბრიუსელის ორმაგი სტანდარტის ფონზე, სწორედ სამართლებრივი საკითხების პოლიტიზება ამცირებს სივრცეს დიალოგისთვის.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევრობიუროკრატია საქართველოსგან ელოდება სრულ მორჩილებას - არა სუვერენიტეტისა და ხალხის ინტერესის დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებას, არამედ ცალ ფეხზე დგომას - დავით მათიკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები