პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები რომ ვართ, მხოლოდ საამაყოა“ – ელენე ხოშტარია

ქართული ოცნება

რუსეთის ფედერაციამ ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. პატიმრობაში მყოფმა ხოშტარიამ განაცხადა, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველობა მხოლოდ საამაყოა და გადაწყვეტილების გამო მილოცვებს იღებს.

„პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები რომ ვართ, მხოლოდ საამაყოა“ – ელენე ხოშტარია
ბათუმელები

რუსეთის ფედერაციამ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.

„დროას“ წევრები მკვეთრად რუსოფობიურ პოზიციებს იკავებენ და მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაციას საქართველოში.

ისინი ეწინააღმდეგებიან რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში და მოითხოვენ სავიზო შეზღუდვების აღდგენას და ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას.

ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რითაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ამიერკავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტს“, – აცხადებს რუსეთის გენერალური პროკურატურა.

რუსეთის პროკურატურის განცხადება 5 ნოემბერს გავრცელდა.

დღესვე, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან, ფეისბუქზე პოსტით გამოეხმაურა რუსეთში მისი პარტიის, „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას და თქვა, რომ ამის გამო მილოცვებს იღებს.

„ვიღებ მილოცვებს!

პუტინის სისხლიანი რეჟიმისთვის მე და ჩემი პარტია „დროა“ სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი.

რა თქმა უნდა, ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა. ეს ნამდვილად პატივია! თუმცა რუსეთისთვის თითოეული პროქართული, მაშასადამე, პროევროპული პარტია სწორედაც რომ მტრულია. ამიტომაც კრძალავს “ქართული ოცნება” მათ. მეტიც, ყველა პროქართველი საქართველოს მოქალაქეც მტერია პუტინისთვის.

საბედნიეროდ, ჩვენ უმრავლესობაში ვართ, ხოლო შალვა პაპუაშვილები – სრულ უმცირესობაში.

ბოლომდე!“, – წერს ელენე ხოშტარია.

რუსეთის პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა ევროპის ლიბერალების და დემოკრატების ალიანსი – ALDE.

„რუსეთმა ჩვენი ქართული წევრი პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა, რადგან ის ოკუპაციას ეწინააღმდეგება, იცავს საქართველოს სუვერენიტეტს და იბრძვის ევროპული მომავლისთვის. გასულ წელს, ანალოგიური სტატუსი მიენიჭათ ALDE-ს პარტიასა და მის ახალგაზრდულ ორგანიზაციას.

ჩვენ მტკიცედ ვდგავართ „დროას“ და ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის იბრძვის“, — ნათქვამია ALDE-ს განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიხოშტარიას პასუხი რუსეთის პროკურატურას: პუტინისთვის სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიელენე ხოშტარია - ვიღებ მილოცვებს! პუტინის სისხლიანი რეჟიმისთვის მე და ჩემი პარტია „დროა“ სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი
  3. ალიაოპოზიციური“ვიღებ მილოცვებს!” – ელენე ხოშტარია
  4. ნეტგაზეთიოპოზიციურივიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზე
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციური"ვიღებ მილოცვებს" - ელენე ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზე
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ALDE კრემლის მიერ, პარტია “დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას ეხმაურებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები