პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ელენე ხოშტარია - ვიღებ მილოცვებს! პუტინის სისხლიანი რეჟიმისთვის მე და ჩემი პარტია „დროა“ სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი

ქართული ოცნება

რუსეთის მიერ პარტია „დროას“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებას პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პუტინის რეჟიმისთვის მათი არასასურველობა საამაყოა და პატივია.

ელენე ხოშტარია - ვიღებ მილოცვებს! პუტინის სისხლიანი რეჟიმისთვის მე და ჩემი პარტია „დროა“ სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი
ინტერპრესნიუსი

ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა, ეს ნამდვილად პატივია! - ვიღებ მილოცვებს! - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პუტინის სისხლიანი რეჟიმისთვის ის და მისი პარტია „დროა“, სასურველები რომ იყვნენ, „თავიც ექნებოდა მოსაკლავი“.

“ვიღებ მილოცვებს! პუტინის სისხლიანი რეჟიმისთვის მე და ჩემი პარტია „დროა“, სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი.

რა თქმა უნდა, ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა. ეს ნამდვილად პატივია! თუმცა, რუსეთისთვის თითოეული პროქართული, მაშასადამე, პროევროპული პარტია სწორედაც რომ მტრულია. ამიტომაც კრძალავს “ქართული ოცნება” მათ. მეტიც, ყველა პროქართველი საქართველოს მოქალაქეც მტერია პუტინისთვის.

საბედნიეროდ, ჩვენ უმრავლესობაში ვართ, ხოლო შალვა პაპუაშვილები - სრულ უმცირესობაში. ბოლომდე!“ - წერს ელენე ხოშტარია.

ინფორმაციისთვის, ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა პოლიტიკური პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, პარტია „დროას“ საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველად“ გამოცხადდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურიხოშტარიას პასუხი რუსეთის პროკურატურას: პუტინისთვის სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი
  2. ალიაოპოზიციური“ვიღებ მილოცვებს!” – ელენე ხოშტარია
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურივიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ALDE რუსეთის პროკურატურის მიერ, პარტია “დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას ეხმაურებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები