“ოცნებამ“ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა - სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ოცნებამ“ ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება გააუქმა, ქვეყანა უკვე დიქტატურაშია და გამოსავალი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ერთიანობაშია.

“ოცნებამ“ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა, ეს არის მთავარი საფუძველი იმისთვის, რომ საზოგადოებამ მოითხოვოს და ბოლომდე მიაღწიოს იმას, რომ ცვლილებები განხორციელდეს, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა Facebook Live-ში განაცხადა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და გამოსავლის გზად პოლიტიკოსებოს და საზოგადოების ერთიანობას ასახელებს, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანას პოლიტიკური ცხოვრების აღდგენაში დაეხმარება.
“ოცნებამ“ პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში უკვე გააუქმა, ეს არის მთავარი საფუძველი იმისთვის, რომ საზოგადოებამ მოითხოვოს და ბოლომდე მიაღწიოს იმას, რომ ცვლილებები განხორციელდეს. ასე აღარ შეიძლება, ამ ქვეყანაში უნდა აღდგეს პოლიტიკური ცხოვრება, რეალური საშუალებები პოლიტიკური პარტიების, არ შეიძლება, რომ პოლიტიკური ლიდერები, ყველანი იყვნენ ან ციხეში, ან მათზე იყოს დამოკლეს მახვილი, რომელიც დღეს არა ხვალ იქნები ციხეში, ხვალ გამოხვალ, ზეგ იქნები. ეს არ არის პოლიტიკური ცხოვრება და უნდა გვესმოდეს, რომ გინდაც გააგრძელონ პარტიების აკრძალვის უაზრო და გაუგებარი განხილვები, უკვე არის უკვე არის გაუქმებული ცხოვრება საქართველოში, უკვე ვართ დიქტატურაში. ჩვენ აქედან უნდა გამოვიდეთ ყველანი ერთად, პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი მოღვაწეები, ძალიან დიდი გაერთიანება გვჭირდება, რადგან ჩვენ გვინდა ცვლილება, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…