ხოშტარიას პასუხი რუსეთის პროკურატურას: პუტინისთვის სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი
პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია რუსეთის მიერ პარტია „დროას“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პუტინის რეჟიმისთვის სასურველები რომ ყოფილიყვნენ, თავი ექნებოდა მოსაკლავი, ხოლო მათთვის არასასურველობა მხოლოდ საამაყოა.

პუტინის სისხლიანი რეჟიმისთვის მე და ჩემი პარტია, „დროა“, სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი, - ასე პასუხობს პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია რუსეთის პროკურატურას, რომელმაც პარტია “დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველია, მათთვის მხოლოდ საამაყოა.
ვიღებ მილოცვებს! პუტინის სისხლიანი რეჟიმისთვის მე და ჩემი პარტია, „დროა“, სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი.
რა თქმა უნდა, ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა. ეს ნამდვილად პატივია! თუმცა, რუსეთისთვის თითოეული პროქართული, მაშასადამე, პროევროპული პარტია სწორედაც რომ მტრულია. ამიტომაც კრძალავს “ქართული ოცნება” მათ. მეტიც, ყველა პროქართველი საქართველოს მოქალაქეც მტერია პუტინისთვის.
საბედნიეროდ, ჩვენ უმრავლესობაში ვართ, ხოლო შალვა პაპუაშვილები - სრულ უმცირესობაში.
ბოლომდე!, - ხოშტარია.
რუსეთმა პოლიტიკური პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, პარტია „დროას“ საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველად“ გამოცხადდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…