“ღმერთი მაღალია”– ნიკა გვარამია
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა, რასაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მოკლე რეპლიკით გამოეხმაურა.

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია:
ღმერთი მაღალია
რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა
„პარტია „დროას“ წევრები მკვეთრად რუსოფიბიურ პოზიციებს გამოხატავენ და მიზნად საქართველოს მიმართულებით ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაციას ისახავენ. ისინი ეწინააღმდეგებიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას, ითხოვენ სავიზო რეჟიმის აღდგენასა და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების შეწყვეტას. ისინი თვლიან, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტი“ – აცხადებს რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური.
ასევე, რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, „პარტია „დროას“ ლიდერი საქართველოს მმართველ პარტიას პრორუსული კურსის მხარდაჭერასა და ევროინტეგრაციის პროცესისგან სახელმწიფოს იზოლირების მცდელობებში ადანაშაულებს“.
„ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის რეჟიმს, საქართველოსა და უკრაინას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის და ქვეყნის „კარპატების რვიანში“ ჩართვის მოწოდებით გამოდის“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიარუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რუსეთმა ხოშტარიას პარტია „დროა“ “არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რუსეთმა პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
პარტია "დროა" რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადეს
რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა
"დროას" პასუხი რუსეთის პროკურატურას
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…