საქართველოს საგარეო ვალი $8.8 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?
საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.82 მილიარდ დოლარს მიაღწია, საიდანაც უმსხვილესი კრედიტორები აზიის განვითარების ბანკი (2.4 მლრდ დოლარი) და მსოფლიო ბანკია (2.2 მლრდ დოლარი).

სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობა 8.82 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც წინა თვესთან შედარებით 100 მილიონი დოლარით ნაკლებია, ერთწლიან ჭრილში კი ვალი 200 მილიონი დოლარით არის შემცირებული. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის ამსახველი სტატისტიკიდან ირკვევა. ვალის კლება ძირითადად ევროს დოლართან მიმართებით მცირედ გაუფასურებას უკავშირდება, რადგანაც საგარეო ვალის 2/3 ევროში არის ნომინირებული და ევროს კურსის ცვლილება მის მოცულობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
საქართველოს საგარეო კრედიტების უდიდესი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წინაშე აღებულ სესხებს უკავშირდება. მთლიანი პორტფელით პირველ ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი (ADB) 2.4 მილიარდი დოლარის ოდენობით. მეორე პოზიციას 2.2 მილიარდი დოლარით მსოფლიო ბანკი იკავებს. რაც შეეხება ქვეყნებს, მათ შორის პირველ ადგილზეა საფრანგეთი, რომლის მიმართაც საქართველოს 846 მილიონი დოლარის ვალი აქვს.
#
კრედიტორი
ვალის ნაშთი (აშშ დოლარი)
1
აზიის განვითარების ბანკი (ADB)
$2,439,654,377
2
მსოფლიო ბანკი (IBRD და IDA)
$2,202,862,902
3
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)
$1,147,131,908
4
საფრანგეთი
$803,993,663
5
გერმანია (KfW)
$570,200,239
6
ევრობონდი (Eurobond)
$501,818,125
7
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) — ეროვნული ბანკი
$253,541,962
8
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB)
$233,484,217
9
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)
$208,545,680
10
ევროკავშირი (EU)
$147,019,744
11
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) — მთავრობა
$134,093,914
12
იაპონია
$106,942,454
13
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD)
$34,379,333
14
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB)
$15,617,781
15
ავსტრია
$8,013,007
16
ქუვეითი
$5,380,273
17
სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO)
$4,290,811
18
ამერიკის შეერთებული შტატები
$3,274,910
ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალიდან - 8.82 მილიარდი დოლარიდან ფიქსირებული განაკვეთი აქვს ვალის 43.7%-ს, ხოლო ვალის 56.3% ცვლად განაკვეთიანია და შესაბამისად დამოკიდებულია გლობალურ საფინანსო ბაზარზე კაპიტალის ღირებულებაზე.
საქართველოს სახელმწიფო ვალის 71.4% ნომინირებულია ევროში; 24.7% დოლარში 2.4% კი SDR-ში, დანარჩენი 1.6% სხვა ვალუტებში. შესაბამისად, ვალის მომსახურებაზე და ვალის ნაშთზე ყველაზე დიდ გავლენას სწორედ ევროს გამყარება/გაუფასურება ახდენს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…