“გადატრიალება და რევოლუცია უნდა მოგვიწყოს სინოდის წევრებმა?” – ნინო ჯღარკავა
ნინო ჯღარკავა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას ეხმაურება და ეკითხება, რატომ არ დაგმო მან მეუფე იობის პოლიტიკური ქადაგება და ამბიონიდან გადატრიალებაზე საუბარი.

ნინო ჯღარკავა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ანდრია ჯაღმაიძეს ეხმაურება და წერს:
ანდრია ჯაღმაიძის პოსტი წავიკითხე ,არ შეიძლება სასულიერო პირების გინება და შეურაცხყოფაოო ,ვეთანხმები, არ შეიძლება, არც პატრიარქის, ჩვენი უნეტარესი ილია მეორის თრევა შეიძლებოდა აქ ,ათას ბინძურ გვერდებს რომ აკეთებდნენ ,სატელევიზიო ეთერებიდან რას არ უწოდებდნენ ,არ ვიკადრებ ის სიტყვები გავიმეორო ,სიცოცხლეში რამდენჯერ მოკლეს ჩვენი ტკბილი პატრიარქი ,რამდენი ლახვარი ჩასცეს ,გახსოვთ ანდრია ჯაღმაიძის პოსტები ? მისი გამოსვლები და დაგმობები ?მე არ მახსოვს და მომკალით , ერთი სიტყვა ეთქვა ანდრია ჯაღმაიძეს მეუფე იობის პოლიტიკურ ქადაგებაზე ,ანუ ამბიონიდან გადატრიალებაზე საუბარი მოსულა?მესმის რომ მეუფე იობს პატრიარქობა სურდა და შიომ აჯობა ,რა ვქნათ ახლა ,ამიტომ გადატრიალება და რევოლუცია უნდა მოგვიწყოს სინოდის წევრებმა? დღეს ასი ათასი მოწამე მართალის ხსენების დღეა ,ველით ჩვენი პატრიარქის შიო მესამის ქადაგებას და მის კომენტარებს!
“მეუფე იობის მისამართით გამონათქვამები სცილდება ქრისტიანულ მორალს” – ანდრია ჯაღმაიძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…