პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზე

ქართული ოცნება

რუსეთში პარტია „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია ეხმაურება და აცხადებს, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველად ყოფნა მხოლოდ საამაყოა და ამის გამო მილოცვებს იღებს.

ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზე
ნეტგაზეთი

პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია, რუსთავის ქალთა ციხიდან ეხმაურება რუსეთში მისი პარტიის, „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას და ამბობს, რომ ამის გამო მილოცვებს იღებს.

„ვიღებ მილოცვებს!

პუტინის სისხლიანი რეჟიმისთვის მე და ჩემი პარტია, „დროა“, სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი.

რა თქმა უნდა, ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა. ეს ნამდვილად პატივია! თუმცა, რუსეთისთვის თითოეული პროქართული, მაშასადამე, პროევროპული პარტია სწორედაც რომ მტრულია. ამიტომაც კრძალავს “ქართული ოცნება” მათ. მეტიც, ყველა პროქართველი საქართველოს მოქალაქეც მტერია პუტინისთვის.

საბედნიეროდ, ჩვენ უმრავლესობაში ვართ, ხოლო შალვა პაპუაშვილები – სრულ უმცირესობაში.

ბოლომდე!“, – წერს ელენე ხოშტარია.

რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.

„დროას“ წევრები მკვეთრად რუსოფობიურ პოზიციებს იკავებენ და მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაციას საქართველოში. ისინი ეწინააღმდეგებიან რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში და მოითხოვენ სავიზო შეზღუდვების აღდგენას და ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რითაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ამიერკავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტს“, – აცხადებს რუსეთის გენერალური პროკურატურა.

რუსეთმა პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიხოშტარიას პასუხი რუსეთის პროკურატურას: პუტინისთვის სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიელენე ხოშტარია - ვიღებ მილოცვებს! პუტინის სისხლიანი რეჟიმისთვის მე და ჩემი პარტია „დროა“ სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი
  3. ალიაოპოზიციური“ვიღებ მილოცვებს!” – ელენე ხოშტარია
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციური"ვიღებ მილოცვებს" - ელენე ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვიღებ მილოცვებს! პუტინის სისხლიანი რეჟიმისთვის მე და ჩემი პარტია, „დროა“, სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი. რა თქმა უნდა, ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა. ეს ნამდვილად პატივია! თუმცა, რუსეთისთვის თითოეული პროქართული, მაშასადამე, პროევროპული პარტია სწორედაც რომ მტრულია. ამიტომაც კრძალავს “ქართული ოცნება” მათ. მეტიც, ყველა პროქართველი საქართველოს მოქალაქეც მტერია პუტინისთვის. საბედნიეროდ, ჩვენ უმრავლესობაში ვართ, ხოლო შალვა პაპუაშვილები – სრულ უმცირესობაში. ბოლომდე!“
ელენე ხოშტარია
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ALDE რუსეთის პროკურატურის მიერ, პარტია “დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას ეხმაურებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები