პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ღარიბაშვილთან ციხეში გამომძიებლები შევლენ - პროკურატურა ექსპრემიერის განცხადებებით დაინტერესდა

საქართველოს პროკურატურა

ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ორშაბათს გამომძიებლები შევლენ — პროკურატურა ექსპრემიერის მიერ გავრცელებული წერილითა და მასზე სავარაუდო ზეწოლის შესახებ განცხადებებით დაინტერესდა.

ღარიბაშვილთან ციხეში გამომძიებლები შევლენ - პროკურატურა ექსპრემიერის განცხადებებით დაინტერესდა
TV პირველი

ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ორშაბათს გამომძიებლები შევლენ. პროკურატურის გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

საგამოძიებო უწყებიდან ექსპრემიერის ადვოკატებს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ღარიბაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციიის გაგება სურთ. საუბარია წერილზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი მასზე სავარაუდო ზეწოლაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ მან საპატიმროში ივანიშვილის დავალებით მდინარაძის წერილი მიიღო. არადა, მანამდე პროკურატურა აცხადებდა, რომ ამ საქმეზე გამოძიებას არ დაიწყებდა.

გუშინ საღამოს დამირეკა პროკურორმა, რომეოლმაც გამოთქვა მზადყოფნა, რომ შეხვდეს ირაკლი ღარიბაშვილს და მოისმინოს მისგან მის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით. ჩვენ დავაზუსტეთ, რა ფორმატში სურს გამომძიებელს ბატონ ღარიბაშვილთან შეხვედრა, თუ გამოძიება დაწყებულია, ბატონი ირაკლი მზად არის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სრულად ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მას შემდეგ, რაც ბატონი ირაკლი მისცემს თავის ჩვენებას, ვალდებული იქნება გამოძიება, დაკითხოს ის პირი, რომელიც მის ჩვენებაში იქნება დასახელებული.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ დაწყებულია გამოძიება და ბატონი ირაკლისთვის შეთავაზებული იქნება გამოკითხვა კანონით დადგენილი წესით, ის გამოთქვამს სურვილს, რომ გამოიკითხოს მაგისტრანტ მოსამართლესთან.

ორშაბათს შევლენ ისინი ციხეში. ჯერ უნდა დავადგინოთდაწყებულია თუ არა გამოძიება და ამის შემდეგ ჩვენ განვსაზღვრავთ იმ ფორმატს,რ ომელ ფორმატშიც ითანამშრომლებს ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი გამოძებასთან, - ამბობს ადვოკატი სოსო ბარათაშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ღარიბაშვილის ადვოკატები სახალხო დამცველთან მივიდნენ - ყოფილი პრემიერი არასათანადო მოპყრობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები