პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა, სადაც თურქ კოლეგებთან ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა
პირველი არხი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირებისგან დაკომპლექტებული დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

შსს-ს ცნობით,. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს თურქეთის ეროვნული პოლიციის კონტრაბანდასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის, ინტერპოლისა და ევროპოლის დეპარტამენტის, ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო აკადემიის, ასევე საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან.

„შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა, სამომავლო გეგმები და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების, ასევე სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა, სამომავლო გეგმები და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების, ასევე სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები“
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები