პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა, სადაც თურქ კოლეგებთან ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება განიხილა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
რუსთავი 2

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირებისგან დაკომპლექტებული დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს თურქეთის ეროვნული პოლიციის კონტრაბანდასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის, ინტერპოლისა და ევროპოლის დეპარტამენტის, ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო აკადემიის, ასევე, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა, სამომავლო გეგმები და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების, ასევე, სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოშინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები