საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფთჩიმ სატელეფონო საუბრისას ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა მუსტაფა ჩიფთჩიმ სატელეფონო საუბარი გამართეს.
მხარეებმა ორგანიზებული და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული თანამშრომლობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…