პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი თურქეთში ეროვნული პოლიციის უფროსს შეხვდა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში კოორდინაციის გაძლიერება განიხილა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
იმედინიუსი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, რონი მესხი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, რონი მესხმა ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსთან - ალი ფიდანთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა, მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებასა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის პირველი მოადგილე ასევე დაესწრო ქალაქ ანკარაში გამართულ შიდა უსაფრთხოების აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენას.

თურქეთის რესპუბლიკაში, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - დავით კიკნაძე.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, რონი მესხი, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, რონი მესხი, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები