პარტია „დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე - ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს! ივანიშვილის რეჟიმი რუსულია!
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა, რაზეც პარტიამ განაცხადა, რომ ამ შესაძლებლობას იყენებს და კიდევ ერთხელ იმეორებს: „აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! ივანიშვილის რეჟიმი რუსულია!“

ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს! ივანიშვილის რეჟიმი რუსულია!- ასე ეხმაურება პარტია „დროა“ რუსეთის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით უწყებამ „დროა“ არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.
პარტია დროა განმარტავს, რას ედავება რუსეთის საგამოძიებო უწყება.
„რაში „გვედება ბრალი”:
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, ხოლო რუსეთის საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტის დამრღვევად მიჩნევაში;
ივანიშვილის რეჟიმის რუსეთთან ფარული ურთიერთობების გამოაშკარავებაში;
საქართველოში ერთპარტიული სისტემის დასრულებისთვის მუშაობაში;
საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციაში;
უკრაინის ხელისუფლების აქტიურ მხარდაჭერაში. საქართველოსა და უკრაინას შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და ქვეყნის „კარპატების რვიანში“ (ავსტრია, უნგრეთი, პოლონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი და ჩეხეთი) მონაწილეობის მხარდაჭერაში;
და ბოლოს, იმაში, რომ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ადანაშაულებს „ქართულ ოცნებას“ რუსული კურსის მხარდაჭერასა და ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლაში.
ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს! ივანიშვილის რეჟიმი რუსულია!
ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში! საქართველო იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრი!“- წერს პარტია „დროა“ განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა პოლიტიკური პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, პარტია „დროას“ საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველად“ გამოცხადდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიარუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რუსეთმა ხოშტარიას პარტია „დროა“ “არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რუსეთმა პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
პარტია "დროა" რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადეს
“ღმერთი მაღალია”– ნიკა გვარამია
რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა
"დროას" პასუხი რუსეთის პროკურატურას
“დროას” პასუხი კრემლს – “ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და ვაცხადებთ”
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…