პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარტია "დროა" რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადეს

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ქართული ოპოზიციური პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.

პარტია "დროა" რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადეს
რადიო თავისუფლება

რუსეთმა, ქართული ოპოზიცირი პოლიტიკური პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა, ინფორამციას ამის შესახებ რუსეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს

უწყების თანახმად პარტია „დროას“ საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველად“ გამოცხადდა.

„დროას წევრები მკვეთრად რუსოფობიურ პოზიციებს იკავებენ და მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაციას საქართველოში. ისინი ეწინააღმდეგებიან რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში და მოითხოვენ სავიზო რეგულაციების აღდგენას და ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას. ისინის მიიჩნევენ, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტი“, - აცხადებს რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური.

რუსეთში „არასასურველი ორგანიზაციის“ მასალების სოციალურ ქსელებში გაზიარება ან მის ღონისძიებებში მონაწილეობა, მათ შორის საზღვარგარეთ, შესაძლოა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ორგანიზაციის საქმიანობის წარმართვისთვის სასჯელი შესაძლოა ორიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა შესაძლებელია წინასწარი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გარეშეც.

რუსეთის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ „დროა!“-ს ლიდერი საქართველოს მმართველ პარტიას პრორუსული კურსის მხარდაჭერასა და სახელმწიფოს ევროპული ინტეგრაციის პროცესიდან იზოლირების მცდელობაში ადანაშაულებს. ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის რეჟიმს და მოუწოდებს საქართველოსა და უკრაინას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ქვეყნის „კარპატების რვიანში“ ჩართვისკენ".

რადიო თავისუფლება პარტიას "დროას" დაუკავშირდა, მიღებული პასუხით მასალა განახლდება.

"კარპატების რვიანი" უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით 2026 წლის სექტემბერში შექმნილი რეგიონული თანამშრომლობის ახალი ფორმატია. ეს არის რვა ქვეყნის თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და უსაფრთხოების კავშირების გაძლიერებას. ამიტის შემდეგ ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერა ექვსმა ქვეყანამ — უკრაინამ, ავსტრიამ, რუმინეთმა, პოლონეთმა, სერბეთმა და სლოვაკეთმა. უნგრეთმა და ჩეხეთმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. უნგრეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყნის მონაწილეობა ახალ ფორმატში წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა.

რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებები საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებისა და აქტივისტების წინააღმდეგ

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ხელისუფლება საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებსა და აქ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს საკუთარი კანონმდებლობის საფუძველზე დევნის ან მათ საქმიანობას ზღუდავს.

მანამდე რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ თბილისში მოქმედი საგანმანათლებლო სივრცე Frame „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.

უფრო ადრე მოსკოვმა „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა ბათუმში მოქმედი რუსეთის მოქალაქეების დიასპორული გაერთიანება „რუსები ბათუმში“.

ორგანიზაცია 2022 წლის მარტში შეიქმნა. ის რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავდა და ბათუმში მცხოვრებ უკრაინელ დევნილებს ეხმარებოდა.

გაერთიანების დამფუძნებელი ანასტასია ბუკოვსკი აცხადებდა, რომ რუსეთის სამართალდამცავი უწყებები ორგანიზაციას სულ მცირე 2023 წლიდან უთვალთვალებდნენ. მისი თქმით, ორგანიზაციასთან თანამშრომლობა საფრთხეს უქმნიდა იმ ადამიანებსაც, რომლებიც რუსეთში ჩასვლას გეგმავდნენ.

რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს საქართველოში მცხოვრები პოპულარული რუსულენოვანი ტელეგრამ-არხის ავტორი ნიკოლაი ლევშიციც. მას ბრალად ედება რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელება.

ლევშიცი მანამდე რუსეთმა „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა, მოგვიანებით კი „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრში შეიყვანა.

რუსეთში „არასასურველი ორგანიზაციების“ რეესტრში შეტანილია კორპორაცია „რადიო თავისუფლება“, ისეთი ცნობილი უნივერსიტეტები, როგორებიცაა სტენფორდის, იელისა და კალიფორნიის უნივერსიტეტები, ასევე არაერთი ჰუმანიტარული ორგანიზაცია. საერთო ჯამში, რეესტრში 200-ზე მეტი ორგანიზაციაა.

მასალა განახლდება

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
ოპოზიციური 5ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურირუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
  2. TV პირველიოპოზიციურირუსეთმა ხოშტარიას პარტია „დროა“ “არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურირუსეთმა პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
  4. ალიაოპოზიციური“ღმერთი მაღალია”– ნიკა გვარამია
  5. ფორმულაოპოზიციურირუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა
  6. TV პირველიოპოზიციური"დროას" პასუხი რუსეთის პროკურატურას
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დროას წევრები მკვეთრად რუსოფობიურ პოზიციებს იკავებენ და მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაციას საქართველოში. ისინი ეწინააღმდეგებიან რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში და მოითხოვენ სავიზო რეგულაციების აღდგენას და ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას. ისინის მიიჩნევენ, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტი“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
რუსეთმა ხოშტარიას პარტია „დროა“ “არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები