პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“დროას” პასუხი კრემლს – “ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და ვაცხადებთ”

ქართული ოცნება

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა, რაზეც პარტიამ განაცხადა, რომ საქართველოში ივანიშვილის რუსულ რეჟიმს დაასრულებს.

“დროას” პასუხი კრემლს – “ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და ვაცხადებთ”
ალია

“დროა” რუსეთის პროკურატურის იმ განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც პარტია არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ პარტია „დროა“ არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.

რაში “გვედება ბრალი”:

1. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, ხოლო რუსეთის საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტის დამრღვევად მიჩნევაში;

2. ივანიშვილის რეჟიმის რუსეთთან ფარული ურთიერთობების გამოაშკარავებაში;

3. საქართველოში ერთპარტიული სისტემის დასრულებისთვის მუშაობაში;

4. საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციაში;

5. უკრაინის ხელისუფლების აქტიურ მხარდაჭერაში. საქართველოსა და უკრაინას შორის მჭირდო თანამშრომლობასა და ქვეყნის „კარპატების რვიანში“ (ავსტრია, უნგრეთი, პოლონეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი და ჩეხეთი) მონაწილეობის მხარდაჭერაში;

6. და ბოლოს, იმაში, რომ “დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია ადანაშაულებს „ქართულ ოცნებას“ რუსული კურსის მხარდაჭერასა და ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლაში.

ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ:

აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს!

ივანიშვილის რეჟიმი რუსულია!

ჩვენ დავასრულებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს საქართველოში!

საქართველო იქნება ევროკავშირისა და ნატოს წევრი!”, – წერს დროა.

რუსეთმა პოლიტიკური პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, პარტია „დროას“ საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველად“ გამოცხადდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
ოპოზიციური 6ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურირუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
  2. TV პირველიოპოზიციურირუსეთმა ხოშტარიას პარტია „დროა“ “არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურირუსეთმა პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპარტია "დროა" რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადეს
  5. ალიაოპოზიციური“ღმერთი მაღალია”– ნიკა გვარამია
  6. ფორმულაოპოზიციურირუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა
  7. TV პირველიოპოზიციური"დროას" პასუხი რუსეთის პროკურატურას
  8. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპარტია „დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე - ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! დიდება გმირებს! ივანიშვილის რეჟიმი რუსულია!
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ელენე ხოშტარია - ქვეყანაში არჩევანი იკრძალება იმიტომ, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორიც რუსეთს დასჭირდება - ძალიან თვალსაჩინოა ქართული პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის ძალა, ცოდნა, ღირსება ამ პროცესზე, ამას თუ დაემატება ერთობა და მოქმედება, რეჟიმი წავა!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები