პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთმა პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა

რუსეთმა პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
ნეტგაზეთი

რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო სააგენტო „ტასი“ რუსეთის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დროას“ წევრები მკვეთრად რუსოფობიურ პოზიციებს იკავებენ და მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაციას საქართველოში. ისინი ეწინააღმდეგებიან რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში და მოითხოვენ სავიზო შეზღუდვების აღდგენას და ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რითაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ამიერკავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტს“, – აცხადებს რუსეთის გენერალური პროკურატურა.

რუსული სამთავრობო სააგენტო „დროას“ შესახებ წერს, რომ პარტიის საქმიანობა ფოკუსირებულია ადგილობრივი მმართველი ელიტის რუსეთთან კავშირების გამოაშკარავებაზე, საქართველოს ერთპარტიული სისტემის დემონტაჟსა და ქვეყნის ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის იდეის პოპულარიზაციაზე.

„დროას ლიდერი [ელენე ხოშტარია] საქართველოს მმართველ პარტიას პრორუსული კურსის მხარდაჭერასა და სახელმწიფოს ევროპული ინტეგრაციის პროცესიდან იზოლირების მცდელობაში ადანაშაულებს.

გარდა ამისა, ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის რეჟიმს, მოუწოდებს საქართველოსა და უკრაინას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ და ქვეყნის კარპატების რვიანში ჩართვისკენ“, – წერს რუსული სამთავრობო სააგენტო „ტასი“ ელენე ხოშტარიას შესახებ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
ოპოზიციური 5ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურირუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
  2. TV პირველიოპოზიციურირუსეთმა ხოშტარიას პარტია „დროა“ “არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპარტია "დროა" რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადეს
  4. ალიაოპოზიციური“ღმერთი მაღალია”– ნიკა გვარამია
  5. ფორმულაოპოზიციურირუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა
  6. TV პირველიოპოზიციური"დროას" პასუხი რუსეთის პროკურატურას
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დროას“ წევრები მკვეთრად რუსოფობიურ პოზიციებს იკავებენ და მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაციას საქართველოში. ისინი ეწინააღმდეგებიან რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში და მოითხოვენ სავიზო შეზღუდვების აღდგენას და ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რითაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ამიერკავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტს“
„დროას ლიდერი [ელენე ხოშტარია] საქართველოს მმართველ პარტიას პრორუსული კურსის მხარდაჭერასა და სახელმწიფოს ევროპული ინტეგრაციის პროცესიდან იზოლირების მცდელობაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის რეჟიმს, მოუწოდებს საქართველოსა და უკრაინას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ და ქვეყნის კარპატების რვიანში ჩართვისკენ“
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ელენე ხოშტარია - ქვეყანაში არჩევანი იკრძალება იმიტომ, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორიც რუსეთს დასჭირდება - ძალიან თვალსაჩინოა ქართული პროდასავლური პოლიტიკური სპექტრის ძალა, ცოდნა, ღირსება ამ პროცესზე, ამას თუ დაემატება ერთობა და მოქმედება, რეჟიმი წავა!წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები