რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა
რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა. რუსეთის გენერალური პროკურატურის მტკიცებით, პარტია რუსოფობიურ პოზიციებს გამოხატავს და რუსეთის ქმედებების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.
„პარტია „დროას“ წევრები მკვეთრად რუსოფიბიურ პოზიციებს გამოხატავენ და მიზნად საქართველოს მიმართულებით ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაციას ისახავენ. ისინი ეწინააღმდეგებიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას, ითხოვენ სავიზო რეჟიმის აღდგენასა და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების შეწყვეტას. ისინი თვლიან, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტი [ipn]“, — აცხადებს რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური.
რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, „პარტია „დროას“ ლიდერი საქართველოს მმართველ პარტიას პრორუსული კურსის მხარდაჭერასა და ევროინტეგრაციის პროცესისგან სახელმწიფოს იზოლირების მცდელობებში ადანაშაულებს“.
„ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის რეჟიმს, საქართველოსა და უკრაინას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის და ქვეყნის „კარპატების რვიანში“ ჩართვის მოწოდებით გამოდის“, — ნათქვამია განცხადებაში
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიარუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რუსეთმა ხოშტარიას პარტია „დროა“ “არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რუსეთმა პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
პარტია "დროა" რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადეს
“ღმერთი მაღალია”– ნიკა გვარამია
"დროას" პასუხი რუსეთის პროკურატურას
“დროას” პასუხი კრემლს – “ვიყენებთ ამ საპატიო შესაძლებლობას და ვაცხადებთ”
ციტატები სტატიიდან
„პარტია „დროას“ წევრები მკვეთრად რუსოფიბიურ პოზიციებს გამოხატავენ და მიზნად საქართველოს მიმართულებით ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაციას ისახავენ. ისინი ეწინააღმდეგებიან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას, ითხოვენ სავიზო რეჟიმის აღდგენასა და ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების შეწყვეტას. ისინი თვლიან, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინა, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტი [ipn]“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…