პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შალვა პაპუაშვილი: “საქმეც ის არის, რომ როდესაც არის ქვეყანა, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, იქ გარკვეულია ყველაფერი. რა რიტორიკა უნდა გვქონდეს? – დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი და არანაირ დიპლომატიურ კომუნიკაციას არ ვაპირებთ მანამ, სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული იქნება რუსეთის მხრიდან”

საქართველოს პარლამენტი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია და კომუნიკაცია არ იგეგმება, სანამ ტერიტორიები ოკუპირებულია. ამასთან, მან ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საქართველო „ცეკას მეორე მდივანივით“ ნოტაციების კითხვას არ მიიღებს.

შალვა პაპუაშვილი: “საქმეც ის არის, რომ როდესაც არის ქვეყანა, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, იქ გარკვეულია ყველაფერი. რა რიტორიკა უნდა გვქონდეს? – დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი და არანაირ დიპლომატიურ კომუნიკაციას არ ვაპირებთ მანამ, სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული იქნება რუსეთის მხრიდან”
POSTV

„საქმეც ის არის, რომ როდესაც არის ქვეყანა, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, იქ გარკვეულია ყველაფერი. რა რიტორიკა უნდა გვქონდეს? – დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი და არანაირ დიპლომატიურ კომუნიკაციას არ ვაპირებთ მანამ, სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული იქნება რუსეთის მხრიდან“, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსეთთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.

„რუსეთის მიმართ რატომ არ ხართ მკაცრი განცხადებების დროს? ახლა, კამპანიურად, ევროკავშირის ელჩებზე მიდის თავდასხმა, კრიტიკა. ერთხელ მაინც მსგავსი ტიპის განცხადება რუსეთის მიმართ, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა და დღემდე ოკუპირებულია… რატომ არ გაქვთ მათ მიმართ ასეთი რიტორიკა?“ – ამ კითხვაზე პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა:

„კეთდება ცინიკური განცხადებები, რომ საქართველოს ხელისუფლებას ემიჯნებიან და ქართველ ხალხზე საუბრობენ. ტიპური კოლონიალისტური განცხადება, რომ ქართველ ხალხს ეხმარებიან და ქართველ ხალხს გვერდში უდგანან, ხელისუფლებას – არა. ეს არის ჩვეულებრივი კოლონიალისტური სტილის განცხადება.

როდესაც იმ სივრცეში, საითკენაც ჩვენ ვისწრაფვით, ვხედავთ ასეთ ცივილიზაციურ უკუსვლას, რა თქმა უნდა, ხმამაღალა ვლაპარაკობთ – იმიტომ, რომ აქ გვინდა ყოფნა. ჩვენ თუ ევროკავშირში მივედით და იქ საბჭოთა კავშირი დაგვხვდა, ეს არ გვინდა. ამიტომ, დროზე არის საჭირო რეაგირებაც, განცხადებაც, მკაცრი განცხადებებიც. ბოლოს, ჩვენ ვპასუხობთ. რამდენჯერაც არის ხოლმე უსამართლო თავდასხმა საქართველოზე, ჩვენ ყოველთვის ვპასუხობთ. ჩვენი მხრიდან განცხადებების ინიციირება არ ხდება. ეს არის თავდასხმა მათი მხრიდან და ეს არის ჩვენი პასუხი.

აბა, რა ჰგონია: გამოვა ბატონი ჰერჩინსკი, როგორც გუშინ, დამრიგებლური ტონით გვესაუბრა, თითქოს ჩვენ საბჭოთა კავშირში ვიყოთ და ის იყოს “ცეკას” მეორე მდივანი, მოსკოვიდან დანიშნული, რომელმაც აქ „ნოტაციები“ უნდა გვიკითხოს და ჭკუა უნდა გვარიგოს? ამას არ მიიღებს არც ჩვენი ხალხი და არც ჩვენი დამოუკიდებლობის ღირსება“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოშალვა პაპუაშვილი: საქმეც იმაშია, რომ როდესაც არის ქვეყანა, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, იქ გარკვეულია ყველაფერი. რა რიტორიკა უნდა გვქონდეს, დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი და არანაირ დიპლომატიურ კომუნიკაციას არ ვაპირებთ მანამ, სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული იქნება რუსეთის მხრიდან
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქმეც ის არის, რომ როდესაც არის ქვეყანა, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, იქ გარკვეულია ყველაფერი. რა რიტორიკა უნდა გვქონდეს? – დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი და არანაირ დიპლომატიურ კომუნიკაციას არ ვაპირებთ მანამ, სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული იქნება რუსეთის მხრიდან“
შალვა პაპუაშვილი
„კეთდება ცინიკური განცხადებები, რომ საქართველოს ხელისუფლებას ემიჯნებიან და ქართველ ხალხზე საუბრობენ. ტიპური კოლონიალისტური განცხადება, რომ ქართველ ხალხს ეხმარებიან და ქართველ ხალხს გვერდში უდგანან, ხელისუფლებას – არა. ეს არის ჩვეულებრივი კოლონიალისტური სტილის განცხადება. როდესაც იმ სივრცეში, საითკენაც ჩვენ ვისწრაფვით, ვხედავთ ასეთ ცივილიზაციურ უკუსვლას, რა თქმა უნდა, ხმამაღალა ვლაპარაკობთ – იმიტომ, რომ აქ გვინდა ყოფნა. ჩვენ თუ ევროკავშირში მივედით და იქ საბჭოთა კავშირი დაგვხვდა, ეს არ გვინდა. ამიტომ, დროზე არის საჭირო რეაგირებაც, განცხადებაც, მკაცრი განცხადებებიც. ბოლოს, ჩვენ ვპასუხობთ. რამდენჯერაც არის ხოლმე უსამართლო თავდასხმა საქართველოზე, ჩვენ ყოველთვის ვპასუხობთ. ჩვენი მხრიდან განცხადებების ინიციირება არ ხდება. ეს არის თავდასხმა მათი მხრიდან და ეს არის ჩვენი პასუხი. აბა, რა ჰგონია: გამოვა ბატონი ჰერჩინსკი, როგორც გუშინ, დამრიგებლური ტონით გვესაუბრა, თითქოს ჩვენ საბჭოთა კავშირში ვიყოთ და ის იყოს “ცეკას” მეორე მდივანი, მოსკოვიდან დანიშნული, რომელმაც აქ „ნოტაციები“ უნდა გვიკითხოს და ჭკუა უნდა გვარიგოს? ამას არ მიიღებს არც ჩვენი ხალხი და არც ჩვენი დამოუკიდებლობის ღირსება“
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
შალვა პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში, ქართველ ხალხს და ხელისუფლებას ესაუბროს ისე, როგორც ეკადრება დიპლომატსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები