პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ნადარეიშვილი ჩინეთში ვიზიტზე: „ძალიან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ ჩინეთის წამყვან კორპორაციებთან – ვისაუბრეთ გრძელვადიან თანამშრომლობასა და კონკრეტულ პროექტებზე“

ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს დელეგაციამ ჩინეთში ვიზიტისას შეხვედრები გამართა წამყვან კორპორაციებთან დისტრიბუციის, ლოგისტიკისა და იმპორტის საკითხებზე, აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

ირაკლი ნადარეიშვილი ჩინეთში ვიზიტზე: „ძალიან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ ჩინეთის წამყვან კორპორაციებთან – ვისაუბრეთ გრძელვადიან თანამშრომლობასა და კონკრეტულ პროექტებზე“
POSTV

“ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა იძლევა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები წამყვან კორპორაციებთან გამართა.

“ვიცე-პრემიერის ვიზიტის ფარგლებში ძალიან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ ჩინეთის წამყვან კორპორაციებთან დისტრიბუციის, ლოგისტიკის, იმპორტის მიმართულებით. ვისაუბრეთ ძალიან კონკრეტულ გრძელვადიან თანამშრომლობაზე, კონკრეტულ პროექტებზე, რაც ქართველ მეწარმეებს საშუალებას მისცემს, რომ კიდევ უფრო აქტიურად და ეფექტურად იყვნენ წარმოდგენილები ჩინეთის ბაზარზე საექსპორტო პროდუქციის მიმართულებით”, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ვიზიტის ფარგლებში ჩინეთისა და საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრებს შორის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი ჩინეთში ვიზიტზე: ძალიან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ ჩინეთის წამყვან კორპორაციებთან - ვისაუბრეთ გრძელვადიან თანამშრომლობაზე, კონკრეტულ პროექტებზე, რაც ქართველ მეწარმეებს საშუალებას მისცემს, რომ კიდევ უფრო აქტიურად და ეფექტურად იყვნენ წარმოდგენილები ჩინეთის ბაზარზე
  2. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი ჩინეთში ვიზიტზე: ძალიან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ ჩინეთის წამყვან კორპორაციებთან - ვისაუბრეთ გრძელვადიან თანამშრომლობასა და კონკრეტულ პროექტებზე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ შანხაიში სამუშაო ვიზიტით იმყოფებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები