პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ნადარეიშვილი ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში ჩინური კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი შანხაიში ჩინური ჰოლდინგების, Bailian Group-ისა და Orient International Group-ის ხელმძღვანელებს შეხვდა და ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტისა და ინვესტიციების საკითხები განიხილა.

ირაკლი ნადარეიშვილი ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში ჩინური კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
რუსთავი 2

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, რომელიც შანხაიში იმყოფება და ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობს, ჩინური კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

მინისტრის მოადგილემ ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო და ლოგისტიკური ჰოლდინგის Bailian Group - ის ვიცე-პრეზიდენტ ში სიაოლუნგთან შეხვედრაზე ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის საკითხი განიხილა.

ირაკლი ნადარეიშვილი შეხვდა ასევე კომპანია Orient International Group-ის წარმომადგენლებს, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის, ლოგისტიკის, ტექსტილისა და წარმოების მიმართულებით საქმიანობს. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე დისტრიბუციის შესაძლებლობები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში ტექსტილისა და ტანსაცმლის წარმოების სფეროში შესაძლო საინვესტიციო თანამშრომლობაზე.

შეხვედრებში მონაწილეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარე მიხეილ ხიდურელი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი შანხაის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი შანხაის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა​
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო-ჩინეთის B2B ღონისძიება პირველად გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები