პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში უმსხვილეს ჩინურ კორპორაციებთან, იმპორტიორ კომპანიებთან, სადისტრიბუციო და საცალო ქსელებთან ვიმსჯელეთ უფრო ცენტრალიზებულად და კონსოლიდირებულად ქართული პროდუქციის მიწოდების საკითხებზე

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, შანხაის იმპორტის გამოფენაზე ჩინურ კორპორაციებთან ქართული პროდუქციის კონსოლიდირებულ მიწოდებაზე იმსჯელეს. მისი თქმით, გამოფენის ისტორიაში პირველად 50-მდე ჩინური კომპანია ქართველ მეწარმეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს.

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში უმსხვილეს ჩინურ კორპორაციებთან, იმპორტიორ კომპანიებთან, სადისტრიბუციო და საცალო ქსელებთან ვიმსჯელეთ უფრო ცენტრალიზებულად და კონსოლიდირებულად ქართული პროდუქციის მიწოდების საკითხებზე
რუსთავი 2

"შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა ტრადიციულად, უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს ქართველი ექსპორტიორებისთვის, რათა გაზარდონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა შანხაიში მეცხრედ ტარდება. საქართველო გამოფენაზე წელსაცაა წარმოდგენილი, ამჯერად 40-მდე კომპანიით.

"წლევანდელი გამოფენა განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გაიმართა მთელი რიგი, ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები უმსხვილეს ჩინურ კორპორაციებთან, იმპორტიორ კომპანიებთან, სადისტრიბუციო და საცალო ქსელებთან, სადაც ვიმსჯელეთ უფრო ცენტრალიზებულად და კონსოლიდირებულად ქართული პროდუქციის ამ ქსელებში მიწოდების საკითხებზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველო ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე სამი თემატური პავილიონითაა წარმოდგენილი. ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ წელს გამოფენის ფარგლებში ორგანიზებული სპეციალური ღონისძიების ფორმატში ქართული და ჩინური კომპანიების ორმხრივი შეხვედრები შედგა.

"პირველად გამოფენის ისტორიაში გავმართეთ სპეციალური ღონისძიება, სადაც ორმხრივ ფორმატში 50-მდე ჩინური კომპანია ინდივიდუალურ შეხვედრებს ატარებს ქართველ მეწარმეებთან, რათა განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ჩინურ ბაზარზე“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა ტრადიციულად, უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს ქართველი ექსპორტიორებისთვის, რათა გაზარდონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე“
ირაკლი ნადარეიშვილი
„წლევანდელი გამოფენა განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ გაიმართა მთელი რიგი, ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები უმსხვილეს ჩინურ კორპორაციებთან, იმპორტიორ კომპანიებთან, სადისტრიბუციო და საცალო ქსელებთან, სადაც ვიმსჯელეთ უფრო ცენტრალიზებულად და კონსოლიდირებულად ქართული პროდუქციის ამ ქსელებში მიწოდების საკითხებზე“
„პირველად გამოფენის ისტორიაში გავმართეთ სპეციალური ღონისძიება, სადაც ორმხრივ ფორმატში 50-მდე ჩინური კომპანია ინდივიდუალურ შეხვედრებს ატარებს ქართველ მეწარმეებთან, რათა განიხილონ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ჩინურ ბაზარზე“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს უწყვეტი მონაწილეობა ნათლად ასახავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მზაობას თანამშრომლობის გაღრმავებისკენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები