პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ნადარეიშვილი შანხაის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი შანხაიში CCPIT-ის თავმჯდომარის მოადგილეს იანგ ტუნგშენგს შეხვდა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება განიხილა.

ირაკლი ნადარეიშვილი შანხაის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
იმედინიუსი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის (CIIE 2026) ფარგლებში, შანხაის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT Shanghai) თავმჯდომარის მოადგილეს იანგ ტუნგშენგს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ბიზნესწრეებს შორის პირდაპირი კავშირების გაძლიერებასა და ქართული კომპანიებისთვის ჩინეთის ბაზარზე თანამშრომლობის შესაძლებლობების გაფართოებას.

CCPIT Shanghai 1956 წელს დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას უწყობს ხელს. საბჭო უზრუნველყოფს ჩინურ და უცხოურ ბიზნესწრეებს შორის კავშირების დამყარებას, საერთაშორისო გამოფენებისა და საქმიანი ღონისძიებების ორგანიზებასა და კომპანიების საკონსულტაციო მხარდაჭერას.

CCPIT Shanghai-სთან თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის ქართულ და ჩინურ ბიზნესწრეებს შორის კავშირების გასაძლიერებლად. ორგანიზაციის საერთაშორისო გამოცდილება და ბიზნესკავშირები ხელს შეუწყობს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებასა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი შანხაის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა​
  2. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში ჩინური კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ნადარეიშვილი: „ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს უწყვეტი მონაწილეობა ნათლად ასახავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და მზადყოფნას თანამშრომლობის გასაღრმავებლად“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები