პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ნადარეიშვილი ჩინეთში ვიზიტზე: ძალიან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ ჩინეთის წამყვან კორპორაციებთან - ვისაუბრეთ გრძელვადიან თანამშრომლობაზე, კონკრეტულ პროექტებზე, რაც ქართველ მეწარმეებს საშუალებას მისცემს, რომ კიდევ უფრო აქტიურად და ეფექტურად იყვნენ წარმოდგენილები ჩინეთის ბაზარზე

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ჩინეთში საქართველოს დელეგაციამ წამყვან კორპორაციებთან შეხვედრები გამართა, რაც ქართველ მეწარმეებს ჩინეთის ბაზარზე საექსპორტო პროდუქციის გატანის შესაძლებლობას მისცემს.

ირაკლი ნადარეიშვილი ჩინეთში ვიზიტზე: ძალიან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ ჩინეთის წამყვან კორპორაციებთან - ვისაუბრეთ გრძელვადიან თანამშრომლობაზე, კონკრეტულ პროექტებზე, რაც ქართველ მეწარმეებს საშუალებას მისცემს, რომ კიდევ უფრო აქტიურად და ეფექტურად იყვნენ წარმოდგენილები ჩინეთის ბაზარზე
იმედინიუსი

„ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა იძლევა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები წამყვან კორპორაციებთან გამართა.

„ვიცე-პრემიერის ვიზიტის ფარგლებში ძალიან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ ჩინეთის წამყვან კორპორაციებთან დისტრიბუციის, ლოგისტიკის, იმპორტის მიმართულებით. ვისაუბრეთ ძალიან კონკრეტულ გრძელვადიან თანამშრომლობაზე, კონკრეტულ პროექტებზე, რაც ქართველ მეწარმეებს საშუალებას მისცემს, რომ კიდევ უფრო აქტიურად და ეფექტურად იყვნენ წარმოდგენილები ჩინეთის ბაზარზე საექსპორტო პროდუქციის მიმართულებით“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ვიზიტის ფარგლებში ჩინეთისა და საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრებს შორის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი ჩინეთში ვიზიტზე: ძალიან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ ჩინეთის წამყვან კორპორაციებთან - ვისაუბრეთ გრძელვადიან თანამშრომლობასა და კონკრეტულ პროექტებზე
  2. POSTVსამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი ჩინეთში ვიზიტზე: „ძალიან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ ჩინეთის წამყვან კორპორაციებთან – ვისაუბრეთ გრძელვადიან თანამშრომლობასა და კონკრეტულ პროექტებზე“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა იძლევა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მიმართულებით“
„ვიცე-პრემიერის ვიზიტის ფარგლებში ძალიან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ ჩინეთის წამყვან კორპორაციებთან დისტრიბუციის, ლოგისტიკის, იმპორტის მიმართულებით. ვისაუბრეთ ძალიან კონკრეტულ გრძელვადიან თანამშრომლობაზე, კონკრეტულ პროექტებზე, რაც ქართველ მეწარმეებს საშუალებას მისცემს, რომ კიდევ უფრო აქტიურად და ეფექტურად იყვნენ წარმოდგენილები ჩინეთის ბაზარზე საექსპორტო პროდუქციის მიმართულებით“
ირაკლი ნადარეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ქვრივიშვილი 1 თვის შემდეგ ჩინეთში კვლავ ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები