პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მელონი: ევროკავშირის ბიუჯეტზე შეთანხმებამდე სინათლის წლები გვაშორებს

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ევროკავშირის ბიუჯეტის კომპრომისულ გეგმებს ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პრობლემის გადაჭრას სინათლის წლები აშორებს, რადგან დოკუმენტს ხელს მხოლოდ ქვეყნისთვის მისაღებ პირობებში მოაწერს.

მელონი: ევროკავშირის ბიუჯეტზე შეთანხმებამდე სინათლის წლები გვაშორებს
იმედინიუსი

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ევროკავშირის ბიუჯეტის შესახებ შეთავაზებულ კომპრომისულ გეგმებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

მისი განცხადებით, შეთანხმების მიღწევა უახლოეს მომავალში ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან იტალიას ბიუჯეტის პირობების შეცვლა სურს.

„ამ პრობლემის გადაჭრისგან სინათლის წლებიც გვაშორებს. ამას ვამბობ იმისთვისაც, რომ დროის საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია განვმარტო. არსებობს ზოგადი მოწოდება, რომ შეთანხმებას დეკემბრის ბოლომდე მივაღწიოთ, თუმცა არ ვაპირებ ამ საკითხში ვადებმა მიკარნახოს. ჩემთვის დროის ლიმიტი არ არსებობს. არსებობს კონკრეტული პირობები. შეთანხმებას ხელს მაშინ მოვაწერ, როდესაც ის იტალიისთვის მისაღები და სამართლიანი იქნება“, - განაცხადა მელონიმ.

მისი თქმით, იტალია ევროკავშირის ბიუჯეტის ზოგადი გადახედვისა და თანხების გადანაწილების მომხრეა. რომის უკმაყოფილებას იწვევს როგორც ევროკავშირის მასშტაბით ახალი გადასახადების შემოღების გეგმა, რომელიც, მელონის შეფასებით, იტალიაზე არაპროპორციულ გავლენას მოახდენს, ისე ტრადიციული პრიორიტეტებისთვის, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხების შემცირება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯორჯია მელონი: უკრაინის ომი ხმელთაშუა ზღვაზე არ უნდა გავრცელდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები