პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია - მარტა კოსი "ოცნებას" კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს

ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, ქვეყანაში კი ვითარება დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლით უარესდება.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია - მარტა კოსი "ოცნებას" კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს
TV პირველი

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტში 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისას, საქართველოში მიმდინარე პროცესები შეაფასა - თქვა, რომ ჩვენს ქვეყანში "ვითარება უარესდება დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლით, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვით".

ევროკომისარმა პირდაპირ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. მან საქართველოს ხელისუფლებას კურსის შეცვლისკენ მოუწოდა.

როგორც მარტა კოსმა აღნიშნა, ვითარების შეცვლასა და ახალი ეტაპის დაწყებაზე პასუხისმგებლობა სრულად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება.

საქართველოში ჩვენ ვაკვირდებით კანონის უზენაესობის ეროზიას და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. ვითარება უარესდება დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლით, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვით. ევროპის გზა რჩება გახსნილი თუ საქართველოს ხელისუფლება შეიცვლის კურსს და კვლავ ერთგული იქნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ფუნდამენტური უფლებების. ჩვენი ერთგულება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მისწრაფების უცვლელია“, - განაცხადა მარტა კოსმა.

ასევე ნახეთ:

რა წერია ევროკომისია საქართველოზე 2026 წლის ანგარიშში?

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმარტა კოსი - საქართველოში მმართველი პარტია აგრძელებს ევროპული გზისთვის ძირის გამოთხრას - ვინაიდან გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, გაფართოების პოლიტიკა, ამ ეტაპზე, ვეღარ იქნება საქართველოსთან ურთიერთობების ცენტრალური ჩარჩო
  2. TV პირველიოპოზიციური„საქართველოს ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუკი ხელისუფლება კურსს შეცვლის“ - მარტა კოსი
  3. ალიაოპოზიციური“გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია” – მარტა კოსი
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისაქართველოში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა - ევროკომისარი კოსი
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმარტა კოსი - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია - ვითარება უარესდება დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლით, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით - ევროპის გზა რჩება გახსნილი, თუ ხელისუფლება კურსს შეიცვლის!
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვითარება უარესდება დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლით, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვით“
მარტა კოსი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკომისია - შეფასება, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით არის, ძალაში რჩებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები