პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარტა კოსი - საქართველოში მმართველი პარტია აგრძელებს ევროპული გზისთვის ძირის გამოთხრას - ვინაიდან გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, გაფართოების პოლიტიკა, ამ ეტაპზე, ვეღარ იქნება საქართველოსთან ურთიერთობების ცენტრალური ჩარჩო

ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, მმართველი პარტია ევროპულ გზას ძირს უთხრის და, რადგან გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, გაფართოების პოლიტიკა ურთიერთობების ცენტრალური ჩარჩო ვეღარ იქნება.

მარტა კოსი - საქართველოში მმართველი პარტია აგრძელებს ევროპული გზისთვის ძირის გამოთხრას - ვინაიდან გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, გაფართოების პოლიტიკა, ამ ეტაპზე, ვეღარ იქნება საქართველოსთან ურთიერთობების ცენტრალური ჩარჩო
ინტერპრესნიუსი

საქართველოში მმართველი პარტია აგრძელებს ქვეყნის ევროპული გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე უწყვეტი თავდასხმების გზით, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტში 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში კიდევ უფრო შეიზღუდა სამოქალაქო სივრცე.

„მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს. ვინაიდან გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ამ ეტაპზე, ვეღარ იქნება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ცენტრალური ჩარჩო.

ვითარების შეცვლისა და ახალი ეტაპის დაწყების პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუკი საქართველოს ხელისუფლება კურსს შეცვლის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს”, - აღნიშნა მარტა კოსმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციური„საქართველოს ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუკი ხელისუფლება კურსს შეცვლის“ - მარტა კოსი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირს მივაწოდეთ ყველა ინფორმაცია, რაც სჭირდებოდათ ანგარიშის მოსამზადებლად, თუმცა უცნობია როგორ იქნება ეს ინფორმაცია გამოყენებული თავად ანგარიშშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები