“გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია” – მარტა კოსი
ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და „ქართული ოცნება“ ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. მისივე თქმით, ხელისუფლების მიერ კურსის შეცვლის შემთხვევაში საქართველოს ევროპული გზა კვლავ ღია დარჩება.

„ქართული ოცნება“ დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმებით საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტში, 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენისას განაცხადა.
„მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს. ვინაიდან გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, ამ ეტაპზე, ვეღარ იქნება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების ცენტრალური ჩარჩო.
ვითარების შეცვლისა და ახალი ეტაპის დაწყების პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუკი საქართველოს ხელისუფლება კურსს შეცვლის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს”, – აღნიშნა მარტა კოსმა.
ევროკომისიის მიერ 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენა 4 ნოემბერს არის დაგეგმილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამარტა კოსი - საქართველოში მმართველი პარტია აგრძელებს ევროპული გზისთვის ძირის გამოთხრას - ვინაიდან გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, გაფართოების პოლიტიკა, ამ ეტაპზე, ვეღარ იქნება საქართველოსთან ურთიერთობების ცენტრალური ჩარჩო
„საქართველოს ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუკი ხელისუფლება კურსს შეცვლის“ - მარტა კოსი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…