პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ევროკომისია - შეფასება, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით არის, ძალაში რჩება

ევროკომისიის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია და შეფასება, რომ ქვეყანა კანდიდატი მხოლოდ სახელით არის, ძალაში რჩება.

ევროკომისია - შეფასება, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით არის, ძალაში რჩება
ინტერპრესნიუსი

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, - ამის შესახებ 2026 წლის გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით ევროკომისიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, „ევროკომისიის შეფასება, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით არის, ძალაში რჩება“.

„საქართველო კვლავ ვერ ასრულებს იმ ცხრა ნაბიჯს, რომლებიც ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსისთვის გაცემულ რეკომენდაციაში განსაზღვრა, რადგან მმართველი პარტია კვლავ ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებს, კანონის უზენაესობას, ფუნდამენტურ უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეს და სახელმწიფოს შემდგომ მიტაცებას ხელს უწყობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადების მიხედვით, „თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ შეცვლის და ევროკავშირში გაწევრიანების საფუძვლად არსებულ ფუნდამენტური პრინციპების აღსრულებას არ დაუბრუნდება, საქართველო კვლავ ვერ მიიღებს იმ უპირატესობებს, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების წინა პროცესი ითვალისწინებს“.

„ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება, ისევე როგორც ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ მისი მხარდაჭერა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოევროკომისია: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და ძალაში რჩება კომისიის შეფასება, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფორმალურადაა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„საქართველო კვლავ ვერ ასრულებს იმ ცხრა ნაბიჯს, რომლებიც ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსისთვის გაცემულ რეკომენდაციაში განსაზღვრა, რადგან მმართველი პარტია კვლავ ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებს, კანონის უზენაესობას, ფუნდამენტურ უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეს და სახელმწიფოს შემდგომ მიტაცებას ხელს უწყობს“
„ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება, ისევე როგორც ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ მისი მხარდაჭერა“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკომისია დღეს წარადგენს "2026 წლის გაფართოების პაკეტს”, რომელიც კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს შესახებ ანგარიშს მოიცავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები