ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვისურვებდი, საქართველო [ევროინტეგრაციის] იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა — კოსი

ქართული ოცნება

ევროკომისიამ დაამტკიცა გაფართოებამდელი პოლიტიკის გადახედვის პაკეტი, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსმა „ტაბულასთან“ განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა და მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მოლდოვასა და უკრაინის დონეზე იქნებოდა.

ვისურვებდი, საქართველო [ევროინტეგრაციის] იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა — კოსი
ვისურვებდი, საქართველო [ევროინტეგრაციის] იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა — კოსინეტგაზეთი

ევროკომისიამ დაამტკიცა გაფართოებამდელი პოლიტიკის გადახედვის პაკეტი.

დოკუმენტი განსაზღვრავს, თუ როგორ შეიძლება არსებული ხელშეკრულებების ჩარჩოსა და გაწევრიანების მომავალი ხელშეკრულებების გამოყენება გაფართოებული კავშირისთვის მოსამზადებლად. ეს მოიცავს კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაციას დამცავი მექანიზმების (safeguards) თანხლებით.

ასევე, 2026 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კომისია წარმოადგენს საორიენტაციო საგზაო რუკებს პერსპექტიული კანდიდატებისთვის — მონტენეგროსთვის, ალბანეთისთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის.

გაფართოების ქვეყნებს განეკუთვნება: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, უკრაინა, კოსოვო, საქართველო და თურქეთი. თუმცა ევროკომისიის დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. 2018 წლიდან შეჩერებულია გაწევრიანების მოლაპარაკებები თურქეთთანაც.

„როგორც იცით, საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა. ვწუხვარ ამის გამო. ვისურვებდი, რომ ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერის ფონზე, საქართველოც დღეს იმავე დონეზე ყოფილიყო, რაზეც მოლდოვა და უკრაინა არიან. ის, თუ როგორ გავაგრძელებთ წინსვლას ამ ქვეყანასთან მიმართებით, უმთავრესად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება წევრი სახელმწიფოების პოზიცია. თუმცა, ბევრი რამ, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, წარმოდგენილი იქნება ოქტომბრის ბოლოს გაფართოების ანგარიშებში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მიმართულებით წავა ეს ყველაფერი“, — განაცხადა გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსმა საქართველო-ევროკავშირის მომავალი ურთიერთობის შესახებ „ტაბულას“ კითხვის საპასუხოდ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. ტაბულაოპოზიციურიუკრაინა-მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველო EU-ში გაწევრიანებაზე საგზაო რუკას ვერ მიიღებს
  2. TV პირველიოპოზიციურიროგორც იცით, საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა, ვწუხვარ ამის გამო - მარტა კოსი
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიგაფართოების შესახებ ევროკომისიის კომუნიკეში საქართველო ნახსენები არ არის - რა წერია დოკუმენტში და სად...
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ევროკომისარმა მარტა კოსმა საქართველოზე მკაცრი შეფასება გააკეთა და მდგომარეობა დაგმოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები