საქართველოში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა - ევროკომისარი კოსი
ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, რადგან ქვეყანაში დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა და კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზია ფიქსირდება.

„გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: სახეზეა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზია და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა“, - განაცხადა კომისარმა კოსმა 4 ნოემბერს ბრიუსელში.
მცირე ხნით ადრე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ოფიციალურად გადასცა ანგარიში 2026 წლის გაფართოების შესახებ - სადაც საქართველო კვლავ მკაცრადაა გაკრიტიკებული.
„ევროპული გზა ღია რჩება, თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს შეიცვლის და კვლავ დაუბრუნდება ერთგულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებებისადმი“, - განაცხადა მარტა კოსმა.
„ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი ჩვენი მხარდაჭერა უცვლელია“, - განაცხადა მან.
ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშში საქართველოზე ნათქვამია, რომ:
ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კვლავ შეჩერებულია;
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები ევროკომისიის რეკომენდაციებში განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად;
ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.
დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების გამო, ევროკომისია გაწევრიანების მოლაპარაკებების თავებთან დაკავშირებით ახალ რეკომენდაციებს აღარ გასცემს, გარდა ფუნდამენტური რეფორმების სფეროებისა.
ევროკომისიის განცხადებით, საქართველომ წინა ანგარიშში, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, გაცემული რეკომენდაციების თითქმის არცერთი არ შეასრულა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიამარტა კოსი - საქართველოში მმართველი პარტია აგრძელებს ევროპული გზისთვის ძირის გამოთხრას - ვინაიდან გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, გაფართოების პოლიტიკა, ამ ეტაპზე, ვეღარ იქნება საქართველოსთან ურთიერთობების ცენტრალური ჩარჩო
„საქართველოს ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუკი ხელისუფლება კურსს შეცვლის“ - მარტა კოსი
“გაწევრიანების პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია” – მარტა კოსი
მარტა კოსი - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია - ვითარება უარესდება დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლით, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით - ევროპის გზა რჩება გახსნილი, თუ ხელისუფლება კურსს შეიცვლის!
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია - მარტა კოსი "ოცნებას" კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს
ციტატები სტატიიდან
„გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა: სახეზეა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზია და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა“
„ევროპული გზა ღია რჩება, თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს შეიცვლის და კვლავ დაუბრუნდება ერთგულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებებისადმი“
„ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი ჩვენი მხარდაჭერა უცვლელია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…